ბოლო პერიოდში ცნება “სიმულაცია” ძალიან აქტიურია და მას მავანნი ხშირად მიუყენებენ “ბარსას” ფეხბურთელებს. რაღა თქმა უნდა, წმინდა წყლის “ანგელოზები” არც “ლურჯ-ბროწეულისფრები” არიან, თუმცა ბოლო პერიოდში კატალონიური გრანდის უდიდესმა წარმატებამ და მსოფლიო საკლუბო ტურნირში დომინირებამ “ანტი-ბარსელონელების” რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა.
რამდენიმე დღის წინ არსენ ვენგერმა სერხიო ბუსკეტსი დაახასიათა და მას გარდა საფეხბურთო მონაცემებისა, სამსახიობო ნიჭიც მოუწონა. ფრანგი სპეციალისტის აზრით ბუსკეტსი მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც თავის გუნდს სარგებელს მოუტანს.
ნურავის დაავიწყდება, რომ ასეთი ფეხბურთელები თითქმის ყველა გუნდში მოიძებნებიან. “შეჯახებას” ხან მტკივნეულად მიიღებ, ხან კი მსაჯისთვის მეტოქის დასჯის გამოსატყუებლად, გააფორმებ. მაგალითად გუშინ არც დროგბამ დააკლო. საქმე ისაა, რომ კოტდივუარელ ფეხბურთელს არავინ შეხებია, თუმცა მან მაინც “იგრძნო ტკივილი” სახის არეში.
კატანოლიურ-მადრიდულ ერთ-ერთ ბოლო დაპირისპირებაში კლეპერ პეპე იმდენ ხანს გორავდა ბალახზე, იფიქრებდით სადაცაა სულს დაღაფავსო, თუმცა გამეორებამ ნათლად აჩვენა, რომ კატალონიელი ფაბრეგასი საერთოდ არ შეხებია პორტგალიელ მცველს.
აქედან დასკვნა ჩვენს “მოყვარულებს”: სანამ სხვის თვალში ბეწვის ძებნას დაიწყებ, სჯობს შენს თვალში ხე რომ გაქვს ის შეიმჩნიო.
აქვე იხილეთ სახალისო ვიდეო: [media=http://www.youtube.com/watch?v=LC-H2wXK4T4]



