მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულშემატკივრებს მესი გუარდიოლას ურჩევნიათ

გულშემატკივრებს მესი გუარდიოლას ურჩევნიათ

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” გამოკითხვა ჩაატარა მკითხველებს შორის, რათა გაერკვია, თუ ვის ანიჭებენ გულშემატკივრები უპირატესობას – ლიონელ მესის, თუ პეპ გუარდიოლას.

 

გამოკითხვის შედეგემა აჩვენეს, რომ ქომაგები არგენტინელ ფეხბურთელს უფრო საჭირო ფიგურად მიიჩნევენ “ბარსელონასთვის”, ვიდრე პეპ გუარდიოლას. მესის სასარგებლოდ ხმა გამოკითხულთა 71,3%-მა მისცა. სულ კი გამოკითხვაში მონაწილეობა 8486-მა გულშემატკივარმა მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თავად მესიმ განაცხადა, რომ გუარდიოლა გუნდისთვის მასზე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში