workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარსელო “ბარსას” არ უფრთხის

მარსელო “ბარსას” არ უფრთხის

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ შეხვედრაში “ცსკ”-ს განადგურების შემდეგ (4:1), მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა მცველმა, მარსელომ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება “სამეფო კლუბის” მეტოქე 1/4 ფინალში.

 

“მეოთხედ ფინალში ნებისმიერ გუნდს ვისურვებდი. ვითამაშებთ მათ წინააღმდეგ, ვინც შეგვხდება. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის გვარგუნებს კენჭისყრა, თუნდაც ეს იყოს “ბარსა”.”

 

“იგუაინი, ბენზემა და რონალდუ – ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინ გოლები გაიტანეს – ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. გულშემატკივრები ჩვენგან უფრო ხარისხიან თამაშს ელიან, მაგრამ ასეთ შეხვედრებში, როგორიც გუშინ გვქონდა, მთავარი გამარჯვებაა. გუშინ მწვრთნელმა გაიმარჯვა. მან გვითხრა, რომ უფრო ყურადღებით ვყოფილიყავით.” – ციტირებს მარსელოს სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრა ხვალ გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward