მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალონსო: “ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს 1/4 ფინალში, თუნდაც ეს “ბარსა” იყოს”

ალონსო: “ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს 1/4 ფინალში, თუნდაც ეს “ბარსა” იყოს”

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც “სამეფო კლუბმა” “ცსკ”-ს სძლია (4:1), მადრიდელთა ნახევარმცველმა, ხაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა.

 

ალონსომ აღიარა, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა მას სამართლიანად უჩვენა ყვითელი ბარათი, რის გამოც ფეხბურთელი თავისი გუნდის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს. ესპანელის თქმით 1/4 ფინალში საუკეთესო გუნდები გავიდნენ.

 

“არბიტრმა სამართლიანად მიჩვენა ყვითელი ბარათი, ახლა უკვე ეს არავითარ ეჭვებს არ იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ვთვლიდი, რომ წესი არ დამირღვევია. რას იზამ, ასეთი რამ ადრე თუ გვიან ხდება. იმედი მაქვს, თანაგუნდელები შეძლებენ ჩემს ჩანაცვლებას მომდევნო მატჩში.”

 

“ამ მომენტისთვის გათამაშებაში ყველაზე საუკეთესო გუნდები დარჩნენ. იმავე “აპოელმა” გააგდო “ლიონი”, “მარსელმა” კი “ინტერი”… ისინი იმსახურებენ 1/4 ფინალში ყოფნას. თუ კენჭისყრა “ბარსას” შეგვახვედრებს, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად.” – ციტირებს ალონსოს სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში