მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუან მატას 1/4 ფინალში “ბარსასთან” და “რეალთან” შეხვედრა არ უნდა

ხუან მატას 1/4 ფინალში “ბარსასთან” და “რეალთან” შეხვედრა არ უნდა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ შეხვედრაში “ნაპოლის” შთამბეჭდავად დამარცხების შემდეგ, “ჩელსის” ნახევარმცველი, ხუან მატა პრესის წარმომადგენლებს ესაუბრა.

 

მატა უზომოდ ბედნიერი იყო 1/4 ფინალის საგზურის მოპოვებით. მან ასევე შესაძლო კონკურენტებზე ისაუბრა.

 

“ჩვენ კვლავ დავიბრუნეთ საკუთარი თავის რწმენა. ახლა კარგი დროება გვიდგას: ზედიზედ სამი მატჩის მოგება მოვახერხეთ და ემოციური აღმასვლა განვიცადეთ. ერთადერთი, რაც ახლა მსურს არის, რომ პარასკევის კენჭისყრის დროს “ბარსელონა” ან “რეალი” აგვცდეს. ისინი ყველაზე სერიოზული მეტოქეები არიან. მიუხედავად ამისა, ხდება ხოლმე, რომ ეთამაშები სუსტ მეტოქეს, მაგრამ მაინც ეთიშები გათამაშებას.” – ციტირებს ხუან მატას სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში