“ბარსელონას” 28 წლის ბრაზილიელმა მცველმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ მისცა La Vanguardia-ს, სადაც ისაუბრა თავის დამოკიდებულებაზე ლიონელ მესისა და პეპ გუარდიოლასთან, ასევე პირად ცხოვრებაზე.
La Vanguardia: ხალხს ხშირად უწევთ თავდამსხმელი ალვეშის ხილვა და ეჭვქვეშ აყენებენ მის მცველობას. იზიარებთ ამ მოსაზრებებს?
ალვეში: მე ადვილათ ვეგუები მდგომარეობებს. როცა მწვრთნელი მეუბნება, რომ უნდა შევუტიო – ვუტევ და როცა მთხოვენ დაცვას – ვიცავ. სწორი პოზიციით ყველაფრის მიღწევა შეგიძლია. მიმდინარე წლის ტაქტიკურ ცვლილებებს ვიღებ, როგორც გამოწვევებს.
როცა მოედანზე წინ წასვლა არ შეგიძლია, მაშინ გალიაში დამწყვდეული ლომივით ხარ?
არა, რადგან ხშირ შემთხვევაში გუნდს არ სჭირდება ალვეში თავდამსხმელის რანგში. მე ჩართული ვარ ტაქტიკურ ხედვებში. გუარდიოლამ იცის ეს და მე ვიცი, თუ რა სურს მას. ასევე მოთამაშეს უნდა ჰქონდეს იმ დონის ინდივიდუალურობა, რომ, როცა ხედავს საქმე ამ გზით კარგად არ გამოდის, უნდა სცადოს სხვა გზები. ეს გხდის სხვისგან განსხვავებულს და კონკურენტუნარიანს.
თამაშის იმ დონიდან გამომდინარე, რასაც შენ კლუბისთვის აკეთებ, სირცხვილი არ არის ლა ლიგაში ასეთი ჩამორჩენა?
რადგან ჩვენ ლა ლიგაში 10 ქულით ჩამოვრჩებით ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. ამ მომენტში საუკეთესო ფორმაში ვართ და ჩვენს ჩვეულ დონეს საჭირო დროს ვუბრუნდებით. ახლა სისხლის მოზღვავებას განვიცდით.
პარასკევს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაა. მადრიდელებთან ამ ეტაპზე დაპირისპირება კარგი იქნება, თუ არა?
არ გვაქვს პრობლემა ნებისმიერ დროს ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირების.
მესისთან ყოველთვის კარგი ურთიერთგაგება გაქვს. კიდევ რომელ თანაგუნდელს უგებ ყველაზე კარგად?
ჩავის და სერხიო ბუსკეტს. მე მათ კარგად ვუგებ, რადგან ისინი ყოველთვის მზად არიან, ხელი გამოგიწოდონ.
რა გრძნობაა მესისთან ერთად ერთ გუნდში თამაში?
სიტყვები არ მყოფნის, როცა ვცდილობ, რომ ავხსნა რამდენს ნიშნავს ჩემთვის მისი პარტნიორობა. მომავალში ჩემს შვილიშვილებს მოვუყვები, რომ მე მესისთან ერთად ვთამაშობდი. ლეო გაცილებით მშვიდია, ვიდრე ეს ჩანს. ის საოცრად ბუნებრივია და სწორედ ეს ხდის მას დიდებულს.
თქვენ არ ხართ მშვიდი.
მოედანს გარეთ ძალიან მშვიდი ვარ, მაგრამ კარიერული თვალსაზრისით დაძაბული და ემოციური.
გუარდიოლაც ასეთივე ემოციურია თამაშის მსვლელობისას.
დიახ, წლები გადის და ეს შენზე აისახება, მაგრამ გუარდიოლა რომ გამელოტდა, ჩვენი ბრალია (იცინის). უნდა შევეშვათ მას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მას ბედნიერს გახდის მომავალში. არამგონია, მას მოეწონოს, რომ ფეხბურთელებმა ყოველ დღე აქონ იგი.
“ბარსელონაში” უკვე ოთხი წელია, რაც ხართ. ყველაზე მეტად რა მოგწონთ აქ?
როცა ხალხი გემეგობრება, ისინი შენი ნამდვილი მეგობარები არიან. როცა ისინი შენს გვერდით არიან, ნამდვილად არიან შენს გვერდით. ისინი მხარს არ გიჭერენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ ისინი გულწრფელები არიან. ბედნიერი ვარ ამ სიხარულისთვის და იმ ცხოვრებით, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, მიუხედავად მუდმივი წინააღმდეგობებისა და სირთულეებისა.
როცა აქ აღარ ითამაშებთ, რას წაიღებთ ბარსელონადან?
მე ვგეგმავ ბარსელონაში ცხოვრებას და ამიტომ არაფრის წაღება არ მომიწევს, მაგრამ მაინც რომ ვიდგე არჩევანის წინაშე, მთლიან ქალაქს წავიღებდი.
როგორ ფიქრობთ, ხალხი აქცევს ყურადღებას იმას, რომ ფეხბურთელები არიან ადამიანები, რომლებსაც თავიანთი გარემოებები და პრობლემები გააჩნიათ?
უმეტესობა ფეხბურთელზე არ ფიქრობს ისე, როგორც ადამიანზე. ისინი უბრალოდ ხედავენ მოთამაშეს მოედანზე, მაგრამ სინამდვილეში ამ მოთამაშეების უკან არიან ადამიანები, რომლებსაც თავიანთი სადარდებელი აქვთ. რამდენად აისახება ეს ყველაფერი მოედანზე თამაშისას, დამოკიდებულია თავად ფეხბურთელზე, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ვაჩვენოთ ჩვენი პრობლემები.
როცა ბოლოს გოლი გაიტანეთ, ის თქვენს შვილებს მიუძღვენით? რამე განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა?
დიახ, ატარებდა, რადგან მათ არდადეგები ჰქონდათ და ძალიან მენატრებოდნენ. მიდნოდა გამომეხატა, რას ვგრძნობდი და მეთქვა მათთვის, რომ მათზე ვზრუნავ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ყველაფერი კარგად იციან, მაინც მინდოდა, რომ ეს ემოცია გადამეცა მათთვის.
ადვილია ცნობილი ადამიანის შვილობა?
არა. მარტივია მაშინ, როცა უბრაოდ გინდა, რომ ეს შენმა მეგობრებმა გაიგონ, მაგრამ შენ ყოველთვის განსხვავებული ხარ, როცა ცნობილი ადამიანის შვილი ხარ. ბოლოს შენს ინდივიდუალურობას კარგავ. ისინი თავს ანებებენ, რომ იყვნენ დანი ან ვიქტორია და ხდებიან უბრალოდ დანი ალვეშის შვილები.
ურჩევდით მათ, რომ ფეხბურთელები გამოვიდნენ?
არა, სიმართლე გითხრათ, არა. მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, თუ რა უნდათ მომავალში, მაგრამ ჩემი სურვილი არ იქნება. ხალხი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებს ბრწყინვალე ცხოვრება აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთული ცხოვრება გვიწევს. ბევრ რამეზე გვიხდება უარის თქმა.
გულისხმობთ, რომ 30 წლამდე ახალგაზრდებს უფრო გიჟური საქციელების ჩადენა უყვართ?
ეგ არ მიგულისხმია, მაგრამ ხშირად უარის თქმა გიწევს ოჯახთან ერთად ყოფნასა ან იმის კეთებაზე, რაც გსიამოვნებს. ეს უარყოფითი მხარეა, მაგრამ შემდეგ ამას ანეიტრალებ იმ სიხარულით, რაც მინდორზე გხვდება და იმით, თუ რისი მიღწევა შეგიძლია შენს პროფესიაში და იმ სიამაყით, რასაც შენ შენ შვილებს ანიჭებ ამ ყველაფრით.
ბრაზილია უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებს. ეს დიდი შესაძლებლობაა, არა?
დიახ, მაგრამ ამის გამო ვერ გავგიჟდებით, რადგან რაც აქ მოხდა, შეიძლება მოხდეს იქაც. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის ორგანიზებულობა, წინ გადავდგათ ნაბიჯი.
რისი კეთება გიყვართ, როცა ფეხბურთს არ თამაშობთ?
მიყვარს ჩემს შვილებთან ყოფნა და მუსიკა. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ძალიან მახარებს. მე მაქვს ის, რაზეც მუსიკოსები ამბობენ, რომ უნდა გქონდეს, რომ დაკვრა ისწავლო – მე მაქვს კარგი რითმი. ალბომს არ ჩავწერ ჩემი ხმიდან გამომდინარე. კარგი ხმა რომ მქონდეს, ამას აუცილებლად ვიზამდი.


