მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი კვლავ “თამაშგარეშია”

აბიდალი კვლავ “თამაშგარეშია”

ერიკ აბიდალი მომდევნო მატჩს გამოტოვებს.

 

ფრანგმა მცველმა ტრავმა მაშინ მიიღო, როცა 90 წუთი დაჰყო მოედანზე საფრანგეთსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში. იგი “ბარსელონაში” 1 მარტს დაბრუნდა, სანაკრებო ბატალიების  დასრულების შემდეგ. დეტალური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კლუბის ექიმებმა განაცხადეს, რომ ერიკს საზარდულის ტრავმა აქვს და ამიტომ მას დაახლოებით 10 დღიანი უქმობა მოუწევდა. ამ განცხადებიდან უკვე 13 დღეს გავიდა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია აბიდალის დაბრუნების ზუსტი თარიღი. ესპანური გამოცემა Sport იუწყება, რომ ფრანგი მცველი გამოტოვებს მატჩს არამარტო “სევილიასთან”, არამედ “გრანადასთანაც” “კამპ ნოუზე”, ანუ მას კიდევ ერთი კვირა გაუცდება – ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე წინასწარ იყო ნავადაუდევი. ტრავმის მიღების შემდეგ მას არცერთ ვარჯიშში არ მიუღია მონაწილეობა.

 

ცნობილია, რომ საზარდულის ტრავმა ძნელად იკურნება. ამის ნათელი მაგალითია მაქსველი (ამჟამად “პსჟ”-ს საკუთრება). სწორედ ასეთი ტრავმის გამო გამოეთიშა გუნდს 1 თვით ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მაშინ “ბარსას” ღირსებას იცავდა.

 

რაც შეეხება აბიდალს, უნდა ავღნიშნოთ, რომ სულ მალე ზუსტად ერთი წელი გახდება, რაც მას კიბო აღმოუჩინეს. ეს მოხდა “სევილიასთან” გამართული მატჩიდან ზუსტად 2 დღის შემდეგ. მოგეხსენებათ, ერიკს მაშინ ოპერაცია გაუკეთდა.

 

ერიკ აბიდალის დაბრუნება ბრწყინვალე იყო. არასრული ორ თვიანი პაუზის შემდეგ იგი თამაშს დაუბრუნდა, თან მეტად მნიშვნელოვან მატჩში “კამპ ნოუზე” – მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ 1/2 ფინალურ შეხვედრაში. აბიდალი მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა და მას გულშემატკივრები დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში