workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა 3-2 ალმერია | მიმოხილვა

ბარსელონა 3-2 ალმერია | მიმოხილვა

“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-18 ტურში “ალმერია” 3-2 დაამარცხა.

ჩავის გუნდმა ანგარიში 33-ე წუთზე რაფინიას გოლით გახსნა, თუმცა ტაიმის მიწურულს მეკარესთან პირისპირ გასულმა ლეო ბაპტისტაომ წონასწორობა აღადგინა. 

მეორე ნახევარში “ბარსა” გააქტიურდა. მე-60 წუთზე რაფინიას ჩაწოდების შემდეგ სერჟი რობერტომ თავური დარტყმით “ბარსელონა” კვლავ წინ გაიყვანა. 71-ე წუთზე ინიაკი პენიამ გამოსვლაზე ცუდად ითამაშა და ედგარ გონსალესს ცარიელ კარში გაატანინა. მიუხედავად ამისა, 83-ე წუთზე სერჟი რობერტომ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მაინც მოაგებინა. 

“ბარსელონა” ამჟამად 38 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. 

კატალონიურ გრანდს 22 დეკემბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე, დალასში მექსიკურ კლუბ “ამერიკასთან” ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული. ეს “ბარსასთვის” წლის ბოლო შეხვედრა იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 22 დეკ 2023, 00:33

    ციტატა: MESSI 2017
    სასიხარულო ამბავი კალენდარს ოთხეულში დავასრულებთ გილოცავთ მე4 ადგილს


    ატლეტიკომ თუ მოიგო ქულები ერთნაირი გვექნება, პირადი შედეგი უკეთესი გვაქვს. ამიტომაც მე-3 ზე დავრჩებით.

  • Rick Sanchez
    schedule 21 დეკ 2023, 12:01

    ციტატა: Hendrik Johannes
    ანტვერპენმა – 3 ბურთი გაგვიტანა, ჟირონამ – 4, ალმერიამ – 2. კაი რა მართლა, გაატრაკეთ. უკვე ალმერიასთან მოგება გვიხარია ისეთი ბანძები გავხდით. ძაან მინდა რომ გავარდეს ბარსა ნაპოლთან, თორე სიტი ან ბაიერნი თუ შეგხვდება 1/4 ფინალში – სასწაული კოშმარი და კიდევ ერთი სირცხვილი გველოდება


    ვინ თქვა რომ გვიხარია ასეთი მოგებები.

  • datio
    schedule 21 დეკ 2023, 00:44

    ტერ შტეგენი გვაკლია…
    მსოფლიო დონის მეკარე და დაცვაც კანკალებს. რაა გასაკვირი

  • MESSI 2017
    schedule 21 დეკ 2023, 00:41

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: Hendrik Johannes
    MESSI


    ანტვერპენი ჟირონა და ალმერია გოლებით რომ ამოგვტენის ამაზე მეტი სირცხვილი რა გინდა? ნეტა მოუგებდეთ ნაპოლის და გავიდოდეთ მეოთხედფინალში, ფინანსურად წაგვადგებოდა


    დავიჯერო ჩემს ნათქვამში ირონია ვერ დაინხე?😔

  • me da barca
    schedule 21 დეკ 2023, 00:38

    საკითხავია ატლეტიკო-სევილიას მერე თუ ვიქნებით მესამეზე.
    ზურგს უკან ვალვერდეს სუნთქვა მესმის

  • Hendrik Johannes
    schedule 21 დეკ 2023, 00:30

    PUIOL5, ხოდა ჟირონასგან თუ უშვებ 4 გოლს, ბაირნთან 8 ბურთს გავუშვებთ. 1/4 რო გავიდეთ კაი ჯანდაბა მივიღებთ ზედმეტ 5 მილიონს, მაგრამ ტრაკში გაიკეთონ ეს 5 მილიონი თუ მერე სირცხვილი გველოდება.

  • PUIOL5
    schedule 21 დეკ 2023, 00:25

    ციტატა: Hendrik Johannes
    MESSI


    ანტვერპენი ჟირონა და ალმერია გოლებით რომ ამოგვტენის ამაზე მეტი სირცხვილი რა გინდა? ნეტა მოუგებდეთ ნაპოლის და გავიდოდეთ მეოთხედფინალში, ფინანსურად წაგვადგებოდა

  • BARC4ever
    schedule 21 დეკ 2023, 00:18

    ტერ შტეგენს ახლა ეწია ასაკი და წელის ტკივილიიი. როდის დაბრუნდება ახლა ეგ

  • MESSI 2017
    schedule 21 დეკ 2023, 00:17

    სასიხარულო ამბავი კალენდარს ოთხეულში დავასრულებთ გილოცავთ მე4 ადგილს

  • Hendrik Johannes
    schedule 21 დეკ 2023, 00:16

    ანტვერპენმა – 3 ბურთი გაგვიტანა, ჟირონამ – 4, ალმერიამ – 2. კაი რა მართლა, გაატრაკეთ. უკვე ალმერიასთან მოგება გვიხარია ისეთი ბანძები გავხდით. ძაან მინდა რომ გავარდეს ბარსა ნაპოლთან, თორე სიტი ან ბაიერნი თუ შეგხვდება 1/4 ფინალში – სასწაული კოშმარი და კიდევ ერთი სირცხვილი გველოდება