“ბარსელონას” “ალფონსო პერესზე” ისევ უჭირს. კატალონიურმა გუნდმა “ხეტაფეს” საშინაო არენა ზედიზედ მეოთხედ დატოვა უგოლოდ. 2020 წელს 0-1 წაგების შემდეგ “ბარსამ” ამ სტადიონზე ზედიზედ მესამე 0-0 ითამაშა.
ეს ლა ლიგის ზედიზედ მეორე გათამაშებაა, რომელსაც ჩავის გუნდი უგოლო ფრით იწყებს. წინა სეზონში “ბარსამ” ქულები “რაიოსთან” სახლში დაკარგა.
“ხეტაფესთან” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლის გატანა ვერაფრით მოახერხა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო რაფინიამ, რომელიც სტუმართა შეტევების მთავარი გამამწვავებელი იყო.
57-ე წუთზე ხაიმე მატამ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე ფეხბურთელების რაოდენობა გათანაბრდა, მაგრამ “ბარსამ” ამით ვერ ისარგებლა და ქულები სეზონის პირველივე ოფიციალურ თამაშში დაკარგა.
ბოლო წამებზე მსაჯს მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა აშკარად მართებდა, როდესაც “ხეტაფეს” ფეხბურთელი ჯერ გავის იჭერდა ხელით, შემდეგ კი მისმა თანაგუნდელმა არაუხოს ჩაარტყა. მაგრამ არბიტრმა ესპანური მსაჯობის საუკეთესო ტრადიციების დაცვით გავიზე ხელით თამაში დააფიქსირა.

0-0 ხეტაფესთან – ბარსელონა ისევ უგოლოდ იწყებს
და რა? ისევ გავჩემპიონდებით?
ხეტაფესთან ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო… 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ ასეთი მსაჯობით, ჩემპიონობა კი არა, სეგუნდაში არ გადაგვიყვანონ!!!…
აბდეზე ორი წელია ვიძახი არაფერს წარმოადგენს და გასაშვებიათქო. აქ კიდე დემბელეს და რაფინიას ჯობიაო ხალხი იძახის. რაფინიას სულელური წითელი, რომ არა კარში მარტო ეგ არტყავდა და კაცს მაინც ატყუებდა. როგორ უნდა უსურვო ადამიანს კარიერის დასრულება და მყესების გაწყვეტა, არ გწამთ არაფრის?
ხელმძღვანელობა ჰყაავს საერთოდ ამ გუნდს? მართლა ფატი, ტორესით და რაფინიათი აპირებენ სეზონის ჩატარებას?
იამალი 16 წლის ბავშვი წესით უნდა შემოჰყავდეს რომ გამოცდილება მიიღოს და ჩავის შემოჰყავს თამაშის გადასარჩენად. სირცხვილი არ არის?
ამ ბავშვს არ ვერჩი, მშვენიერი ბავშვია, მე მწვრთნელის მიდგომას ვამბობ.
ეს იყო ბარსას ფილოსოფია? ეს იყო ტიკი ტაკა?
ფორმალურად გვიწერია გუნდში ფორვარდი თორე ისე რეალობაში არაფის მაქნისი და გამოუსადეგარი გვყავს ვითომ გამოცდილება აქვსო და დაგვეხმარებაო ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი ეს არარის ბუნდეს ლიგა ეს არის ლა ლიგა ძმებო
ზუსტად იგივე ბარსელონაა რაც წინა სეზონში,მთელი 90-წუთი ბურთის უაზრო გორაობა😀😀
არ ვიმსახურებდით მოგებას და ვერც მოვიგეთ. საზიზღარი თამაში იყო. ხეტაფეს მომგონი მოვ……..