ბარსელონას ნეგრეირას საქმეზე ბრალი წაუყენეს

ბარსელონას ნეგრეირას საქმეზე ბრალი წაუყენეს

“ბარსელონას” ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთვის თანხის გადახდის გამო სასამართლოში ბრალი წაუყენეს.

The Athletic-ის ინფორმაციით, ბარსელონას პროკურატურამ “ბლაუგრანას” წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით ბარსელონას სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კლუბის გარდა, ბრალი ედებათ თავად ენრიკეს ნეგრეირას, კატალონიური გრანდის ორ ყოფილ პრეზიდენტს, ჟოზეპ მარია ბართომეუსა და სანდრო როსელს და ბართომეუს პრეზიდენტობისას კლუბის ხელმძღვანელობის ორ წევრს, ოსკარ გრაუსა და ალბერ სოლერს. აღნიშნულ პირებს კორუფციასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფიზიკური პირები შესაძლოა 4-წლიანი პატიმრობით დაისაჯონ, კლუბს კი ჯარიმა ემუქრება.

რაც შეეხება სპორტული ხასიათის სანქციებს, ლა ლიგა საქმეზე გამოძიებასაც ვერ ატარებს, ვინაიდან სამწლიანი ვადა გასულია, რაც შეეხება UEFA-ს, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს “ბლაუგრანას” დასჯა შეუძლია.

საქმე ნეგრეირას კუთვნილი კომპანია DASNIL 95-სთვის 2001-2018 წლებში “ბარსას” მიერ თანხის გადახდას ეხება. გამოძიება კომპანიის მიერ გადასახადების შესაძლო დამალვის საქმეზე დაიწყო. პროკურატურამ დაადგინა, რომ ხსენებულ წლებში “ბარსელონას” მიერ DASNIL 95-ისა და ნეგრეირას კიდევ ერთი კომპანის, NILSAT-ისთვის გადახდილმა თანხამ 7.3 მილიონი ევრო შეადგინა. ბრალდების მიხედვით, “ბარსა” მსაჯებისგან დახმარების მიღებას ცდილობდა, “ბლაუგრანა” კი ამტკიცებს, რომ მიზანი კვლევის ჩატარება იყო, რომელსაც ესპანელი მსაჯების კლუბის მიმართ დამოკიდებულება უნდა დაედგინა, რაც მიღებული პრაქტიკაა და სამართალდარღვევას არ წარმოადგენს.  

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • me da barca
    13 მარ 2023, 21:50

    კლუბი მეცოდება, თორემ ბართოს რაც ეკუთვნის ყველამ ვიცით. მაგის ოჯახში ირბინა შიშველმა ია ია ტურემ.

  • Rick Sanchez
    12 მარ 2023, 17:12

    რავიცი ახლაც თუ ჯარიმის გადახდა დაეკისრათ ამათ, არაფერი ეშველება კლუბს

  • nika 54
    11 მარ 2023, 13:22

    მაგარი უმუშავიათ ბართომეუს და როსელს მსაჯების "მოსყიდვაზე" ისე მაგრად რო თამაში არ ტარდებოდა ჩვენთვის მსაჯების შეცდომების გამო ზარალი არ გვენახა. ეტყობა ეგ ნეგრეირა ფულს სულ თვითონ იდებდა ან ამ დამპლებს უყოფდა და მიდიოდა საქმე თავისი გზით ატკატებით და ამბებით.

    ციტატა: La Pulga10
    კლუბი რა შუაშია. მაინც ღლეს ვერ მოგვჭამენ.


    თუ მართლა ჯარიმა შეგვტენეს მეტი რაღა უნდა გვიქნან. ისედაც ვერავის ვიფორმებთ და კიდევ ფულის წაგლეჯა გვინდა ეხლა.

  • Don_Andresito
    11 მარ 2023, 11:01

    და სადაა შედეგი? მსაჯების ბართიმეუს ეპოქაში 3 თამაში თუ გვექნება მოგებული. მსაჯებს ფულს ჩვენ ვუხდიდით და რეალს აგებინებდნენ ლიგებს? სადაა ლოგიკა? ერთი პსჟ იყო მაგ არაკაცის ეპოქაში საეჭვო თამაში დალშე მე არ მახსენდება ლა ლიგაში მსაჯს ჩვენთვის სასიკეთოდ ექნა რამე. ჩესნსდ ვიგებდით სულ

  • La Pulga10
    11 მარ 2023, 11:00

    კლუბი რა შუაშია. მაინც ღლეს ვერ მოგვჭამენ.

  • tato777
    11 მარ 2023, 10:52

    ♠️Spookyfy♠️,

    ძმაკაც ესაა ზუსტად ის რისთვისაც ტებასი ამდენი ხანი იბრძოდა. მაგ დედა ნაქაჩმა ბილომდე მიუშვა ბართომეუ, არ შეუზღუდა არაფერი, ხედავდა რომ ეს დედაზე ადრე მო….ლი კლუბს ანგრევდა და ბოლომდე ხელი შეუწყო. ეხლა ხედავს, რომ გუნდი უკვე ფეხზე დადგომის გზას ადგას და ყველანაირად ეცდება ხელი შეუშალოს. ამიტომაც გალოჩნდა ამ ეტაპზე ეს ყველაფერი, არავის ეჯერა სუპერ თასის მოგების, ეხლა უკვე ხედავენ, რომ ლა ლიგაც თითქმის მოგებულია, თასიც დიდი ალბათობით უნდა მოვიგოთ და ეს აგეჟიებთ, რადგან ამ ტიტულების მოგების მერე მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ბარსა უბრუნდება თავის ადგილს, ეს კი დადებითი სიგნალებია უკვე სპონსორებისთვის და ვარსკვლავებისთვის უფრო საოცმებო ხდება ამ გუნდში თამაში. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ფინანსებს ნიშნავს. ნუ ყველაფერი კეთდება რომ ბარსა ფეხზე ვერ დადგეს, მაგრამ აგერ მოგვჭამოს ყველამ. აქ შემოვლენ კიდევ ზოგიერთები და სპორტულ წარუმატებლობებზე გააკეთებენ აქცენტს, არადა როგორია თან ტიტულებისთბის იბრძოლო და თან კლუბის მტრებს ებრძოლო ლა ლიგაში, რომლებიც ყველანაირ ბერკეტს ეძებენ ჩასაძირად. მაგრამ მაინც დავდგებით ფეხზე თან უეჭველი. ისევ გაგრძელდება რეალის დედის ხეხვა.

  • JustBarcaLover
    11 მარ 2023, 10:16

    ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ

  • ♠️Spookyfy♠️
    11 მარ 2023, 10:01

    Qrvici ra,es tu laportas chortebia ro bartomeu da roseli gaasrokinos magrad cdeba,pirvel rigshi klubis avtoriteti zaraldeba. Da tu klubs ebrdzvian mashin magati dedas shvc.