“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების კარგ თამაშში თავისი წვლილი “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესსაც მიუძღვის.
ესპანეთის ნაკრების კარგად თამაშის მიზეზი ნაწილობრივ “ბარსელონაში” გაწეული სამუშაოა.
ლუის ენრიკემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ის ძირითადად “ბარსელონას” ფეხბურთელებს დაეყრდნო. ეს ადაპტაციას აადვილებს. ჩავი დიდ ქებას იმსახურებს, რადგან მან “ბარსელონაში” ბევრი ესპანელი ფეხბურთელი კარგად აათამაშა.
– ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.
მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში “ბარსელონას” 8 ფეხბურთელია გამოძახებული. მათგან ხუთი – ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი და ფერან ტორესი – სასტარტო შემადგენლობის წევრია, ალეხანდრო ბალდე ორივე მატჩში შეცვლაზე შემოვიდა, გარსიასა და ფატის კი ჯერ არ უთამაშიათ.
“ბარსელონელების” ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.




რას ეწევა ასეთს ტოო, ის კოარა ენრიკე ა სასტავით რა შედეგს დებს და ენრიკე მოზგიაო არა აკნიმებს ანუ რომ არა ბარსას ფეხბურთელები შედეგს ვერ დადებდა ?? ენრიკე ბევრად მაგარი ტრენერია ვიდრე გგონია ლაპორტ
არ გინდა ლაპორტ ხო იცი ამას ვერ გაიგებენ მადრიდელები და აქეთ შემოგიტევენ.
ასენსიოს გერმანიასთან გაფჭებული მომენტი და კარვახალის უმარილო თამაში გამახსენდა