კატალონიის “ბარსელონამ” კლუბის ისტორიაში პირველი NFT კოლექცია შექმნა. ოფიციალური საიტის ცნობით, პროექტთან დაკავშირებით კოლაბორაცია ინოვაციურ პარტნიორთან, BCN Visual-თან შედგა.
(რა არის NFT? იშიფრება, როგორც non-fungible token – არაჩანაცვლებადი ტოკენი. ეს აღნიშნავს უნიკალურობას და იმას, რომ რაღაცის ჩანაცვლება არის შეუძლებელი. სამაგიეროდ, შესაძლებელია მისი ყიდვა-გაყიდვა კრიპტოვალუტის გამოყენებით, რაც, როგორც ვხვდებით, “ბარსელონასთვის” მორიგი შემოსავლის წყარო გახდება).
პირველი ციფრული ნამუშევარი “გარკვეულწილად, უკვდავი” ლეგენდარულ იოჰან კრუიფს მიეძღვნა – აუდიოვიზუალური მასალა 1973 წლის 22 დეკემბერს, “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის მომენტს აღწერს, სადაც იოჰანი რეინას კარში ”მოჩვენება გოლის” გასატანად ჰაერში აიჭრა. მის დასამზადებას 10 000 საათი და 40 გრაფიკული დიზაინერი დასჭირდა.
“ბლაუგრანა” კრუიფის NFT-ს ნიუ იორკში, ლაივ აუქციონზე (რომელიც 29 ივლისს გაიმართება) გაიტანს.
“გარკვეულწილად, უკვდავის” მფლობელი ასევე მიიღებს “ბარსელონას” VIP საჩუქრებს (რასაც, როგორც კლუბის საიტი გვეუბნება, ფულით ვერ იყიდი) და დასახელდება, როგორც “ბარსას” ციფრული ელჩი.
ასევე, კატალონიელთა NFT კოლექცია კიდევ 9 ნამუშევარს მოიცავს, რომელთაც კლუბი პერიოდულად გამოუშვებს და აუქციონზე გაასხვისებს.


კარგია რო ფულის შოვნის გზები კიდევ არსებობს და არც ბარსელონა არ აპირებს გვერდზე დგომას.
ტიპები ასტრალში არიან😃 ისეთებს იგონებენ ეშმაკს შეშურდება😂
გამზევდა მსოფლიო რაღაცნაირად :)) თუმცა ლაპოს საღოლ და საღოლ იასნა. იქეთ ნოუკამპი ქორწინებისთვის გააქირავა, აქეთ ვირტუალური ელჩი დანიშნა, ფულით ვერ იყიდი კრიპტო ვალუტა შემოგევლოთო, 1 ბერკეტიო, 2იო, 4 რეზერვში გვაქვსო, ცოტახანში სუპერლიგითაც თუ ჩაახტა ჩეფერინს უეფაში, გაღიმებული სალიჰამიჯიჩები მერე ნახეთ თქვენ რამდენი გამოჩნდება 😀
წესით აჭარამ უნდა გაშვას ბათუმის თამაში წინაზე გაუშვა სლოვაკეთიდან
კი უშვებენ აჭარიდან
ამ ქართული კლუბების თამაშს არცერთი ტელევიზია არუშვებს?