რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბმა რიგით მე-4 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა.
“ბლაუგრანამ” კომპანია Barca Studios-ის 24.5% Orpheus Media-ს 100 მილიონ ევროდ მიჰყიდა. ამჟამად კლუბს ამ კომპანიის 49% აქვს გაყიდული, რაშიც “ბარსამ” 200 მილიონი ევრო აიღო. ეს თანხა კლუბის ციფრულ და NFT მიმართულებას, ასევე Web.3 სტრატეგიას მოხმარდება.
ერთი საინტერესო დეტალი: Orpheus Media-ს მართავს ჟაუმე როურესი, Mediapro-ს აღმასრულებელი დირექტორი, “ბარსელონასთან” მჭიდროდ დაკავშირებული პირი, რომელიც ჟოან ლაპორტას გარანტორიც კი იყო.
“ბარსა” შესაბამის დოკუმენტაციას ლა ლიგას დღესვე გადაუგზავნის. არის მოლოდინი, რომ კლუბი რობერტ ლევანდოვსკის, რაფინიას, ფრანკ კესიეს, უსმან დემბელეს, სერჟი რობერტოს, ჟიულ კუნდესა და ანდრეას კრისტენსენის დარეგისტრირების უფლებას მიიღებს და ეს შვიდეული “რაიოსთან” ხვალ გასამართი მატჩისთვის ჩავის განკარგულებაში იქნება.


Მართალი ხარ, არაფერი არ უნდა გაეყიდა და ტრაორე-ჟუტგლა-აკომაჩით უნდა მოეგო ლიგა ჩავის❤️ასიანი ხარ
Justin Kluivert,
მადლობა!
აი დაახლოებით საქართველოს მდგომარეობას ჰგავს. 90 იანების ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და გაუმართავი იყო, რასაც პოლიტიკის მეცნიერებაში Failed State – ს ეძახიან. როგორ უნდა შეებრძოლო კორუფციას და წარუმატებლობას? პრივატიზაციით, კორუმპირებულების ჩამოშორებით და თამაშის წესების დადგენით. ბარსელონას წინა ხელმძღვანელებმა ვერ გათვალეს, რომ დეიონგისათვის გროს ხელფასის 40 მილიონამდე გაზრდით პრეცედენტი შექმნეს, რომ მიუხედავად კლუბის წარუმატებლობისა მას შეიძლება ჰყავდეს ამხელა შემოსავლის მქონე ფეხბურთელი. ეს ასე არ არის, ამიტომაც, ამ ამბავში დეიონგის დადანაშაულება უადგილო მგონია, ისევე როგორც იმ ჩიმოვნიკის, რომელიც ბიუჯეტთან სიახლოვემ და კორუფციამ 50K დოლარიან ლენდ კრუიზერზე შემოაჯინა. თუ კანონით და ნორმატიულად ვერ ზღუდავ კორუფციას და მფლანგველობას, მაშინ ადამიანის ბუნებრივი მიდრ
მიდრეკილება ფულისაკენ რა დასაძრახია?
თუ გვინდა რო ისევ ბარსა ჩემპიონია ვიყვიროთ, მაშინ სხვა გზა არ გვაქვს, რეალის ფანების სიტყვებს ნუ იმეორებთ, არავინ არ გაკოტრდება. ისიც საკითხავია რა შემოსავალ ვკარგავთ და ჩემპიონობის შემთხვევაში რას მივიღებთ, ლიგაზე ლაპარაკი ცალკე თემაა.
Liberast,
კეთილი იყო შენი ფეხი ბარსამანიაზე!
ლაპორტას ვინც აკრიტიკებს ამ უფლებების გაყიდვის გამო მაგრად ცდებით, ფიზიკურად სხვა გამოსავალი არ დარჩა ტიპის, ან ამ ბოვშებით და ბანძი ხალხით ოთხეულისთვის უნდა გვებრძოლა და გუნდი საბოლოოდ ჩაძირულიყო, ან კარგი კუნდი შეეკრა და ფსონი დაედო გუნდის წარმატებაზე, თუ ეს სპორტული პროექტი წარმატებული გამოდგა და ტიტულები მოვიგეთ, რაც ამ რესურსით უნდა შევძლოთ, მაშინ ამ კრიზისსაც გადავლახავთ, რისკია მაგრამ გამართლებული რადგან სხვა გზა არ იყო, თუ თქვენ არ გაქვთ ლაპორტაზე უკეთესი გეგმა რათქმაუნდა
მოგესალმებით, დღეს დავრეგისტრირდი ბარსამანიაზე. ორი სიტყვით რომ გითხრათ, 2003 წლიდან ვგულშემატკივრობ ბარსელონას, ჩავარდნებთან თუ წარმატებებთან ერთად. იმედი მაქვს ჩემ მოსაზრებებს სარწმუნოდ მიიღებთ, რადგანაც არასდროს ვწერ გადაუმოწმებელ, არასწორ, უსაფუძვლო მოსაზრებებს.
რაც შეეხება economic lever ებს და ამის შედეგად მიღებულ/დაკარგულ შემოსავლებს. თითქმის 20 წელია ბარსელონა არასდროს განხილულა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს გარეთ და არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი, როგორიც იყო 2020-2021, 2021-2022 წლების სეზონებში. როდესაც ვამბობთ, რომ ლევერების გააქტიურებით და ქონების/უფლებების გაყიდვით მივექანებით უარესობისაკენ ვცდებით, რადგანაც დღეის მდგომარეობით ბარსელონას ისედაც კატასტროფული ფინანსური მდგომარეობა აქვს და წარუმატებელი, დასუსტებული კლუბის მიერ მაგალითისათვის სატელევიზიო უფლებების ქონას აზრი ეკარგება. მაშინ გიყურებენ და მაშინ გაქვს ხილვადობით მიღებული დიდი შემოსავალი, როცა წარმატებული ხარ. შესაბამისად, თუ ბარს
შესაბამისად, თუ ბარსელონა შეინარჩუნებდა სტუდიოს ან სატელევიზიო უფლებებს და ვერ გააძლიერებდა შემადგენლობას, ვერც იმ შემოსავალს მიიღებდა(ამ ქონებიდან), რაც ვალსა და შემოსავალს შორის სხვაობას შეამცირებდა.
იხილეთ ლაპორტას ინტერვიუ ნიუ იორკ თაიმსთან, სადაც ძალიან ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ კლუბის წარმატების(მოედანზე) გარეშე, ბარსელონას ამ უფლებების და ქონების შენარჩუნება ვალებიდან ისედაც ვერ ამოიყვანდა. ამიტომ, გაკეთდა ის, რაც ცხადია არის მტკივნეული ჩარევა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ნახეთ ბარსელონას Financial audit report და მიხვდებით, რომ რაც კი დარჩენილია გასაყიდი, პრაქტიკულად დონაციაზე ზის და ტვირთად აწვება კლუბს, რადგან გუნდი შედეგების თვალსაზრისით წარუმატებელია. თუ თქვენ გსურთ გყავდეთ კლუბი, რომელიც სრულად აკონტროლებს და ფლობს საკუთარ ქონებას, მაგრამ ლალიგაში გადის მე-14-15 ადგილზე, კი ბატონო ასე შესაძლებელია, მაგრამ თუ კლუბის წარმატება გვსურს არაპიპულარული და მტკივნეული ნაბიჯები იყო გადასადგმელი.
ბარსელონას გარდა ყველა გრანდი ვიღაც მილიარდელის საკუთარებაა და ბოლოს ბარსაც მაგ დღეში აღმოჩნდება, ადრე თუ გვიან.
მაქეთ მიექანება თუ მიაქანებენ შეგნებულად, ამხელა შემოსავლების გასხვისება წლობით გუნდის გაკოტრებისკენ გადადგმული ნაბიჯია , ამ ეტაპზე ლაპორტამ კულეებს კი გაუხარა გული მაგრამ აწი რითი აპირებს გუნდის შენახვას ?? ნახევარი შემოსავლები გაასხვისა და დარწმუნებული ვარ სერიოზულად თვითონვე იხეირა კიდეც მაფია და ბიზნესია
ლაპორტას ვინც ემხრობით მაგრად ცდებით, ეს კაციდაღუპავს კლუბს, საბოლოოდ დასამარდება, გუნდი შემოსავლების გარეშე რჩება თანაც წლობით, ერთადერთი გამართლებული ტრანსფერი მგონია კუნდეს მოყვანა, დანარჩენი პაჭაპუჭა ტრანსფერებისთვის არ ღირდა კლუბის შემოსავლების გაყიდვა. მოეყვანა კუნდე სილვა და ახალგაზრდა ფორვარდი, მეტი არავინ არიყო საჭირო, ასე ნელნელა მაგრამ სუფთად ამოვიდოდა ჭაობიდან. მაგამ კიდე ზამენის კაც ტორეში გადაიხადა 60მლ მაშინ როცა კლუბს ფინანსური პრობლემები ქონდა
ბარსელონას გარდა ყველა გრანდი ვიღაც მილიარდელის საკუთარებაა და ბოლოს ბარსაც მაგ დღეში აღმოჩნდება, ადრე თუ გვიან.
მომავალში რომ მაგარი ცუდ დღეში აღმოჩნდება კლუბი მაგას არავინ ფიქრობს? ლაპორტას რა ენაღვლება ახლა გაიკეთებს საქმეს და რომ წავა სხვისი სადარდებელი იქნება
მე თავიდანვე დავწერე და იგივე აზრზე ვარ ეს ერთჯერადი ფული ამ ეტაპზე კრიზისს ანეიტრალებს მაგრამ შემდეგი სეზონიდან ამხელა Dემოსავალს კარგავს გუნდი წლები და არ მინდა იმის წარმოდგენა ამხელა ვალის მქონე გუნდი ამხელა შემოსავლის გარეშე თუ შედეგები არ იქნა რას იზამს, ისე მიდის საბოლოოდ არ მინდა შეიხის ხელში აღმოჩნდეს. მე ბარსა მიყვარს და არ მსურს სიტის ან პსჟს დაემსგავსოს.
ახლა პრიორიტეტულია დამატებული ფეხბურთელების დარეგისტრირება, რომ შესაბამისი რესურსებით დავიწყოთ ჩემპიონატი და ფსიქოლოგიური უპირატესობაც მივიღოთ. ამის შემდეგ კლუბს შეუძლია მშვიდად იმუშაოს ხელფასების შემცირების თაობაზე, ფრენკის გაშვება/არ გაშვების საქმეზე, ბერდარდოსა და ალონსოს ტრანსფერებზე. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, სტაფი ალემანისა და კრუიფის მეთაურობით ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებს ლაპორტას პროექტს, ასე რომ, წინ ბარსა!

მიდი მიდი გაყიდე ყველაფერი 2-3 წლიანი ტრანსფერებისთვის და მერე 10-15 წელი ვალებიდან ამოსვლას მოვუნდებით როგორც 2011 იდან მოყოლებული ან ამჯერად საერთოდ გავკოტრდებით
ოხ ბლიაა.იმ ქერამ აწი,რაც არ უნდა ქნას სულ,რომ ინიესტა გახდეს მაინც ვეღარ შევუბრუნებ გულს მაგისკენ.
თამაშამდე ხუთი წუთით ადრეც კი შეიძლება დარეგისტრირება როგორც მახსოვს, 30 საათზე მეტი აქვთ რაიოსთან მატჩამდე, ყველას რეგისტრაცია მოესწრება უპრობლემოდ მგონი
კარგია) ახლა ალონსო და ბერნარდუც დიამატონ და ეგაა ყველაფერი ჩავიზე იქნბა დამოკიდებული