workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტოს დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

სერჟი რობერტოს დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

“ბარსელონას” უნივერსალი სერჟი რობერტო მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა.

ესპანელს 27 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, რისი მიზეზიც ტრავმა და ოპერაციაა. ბოლო შეხვედრა მან “რაიოს” წინააღმდეგ ჩაატარა და არის შანსი, რომ ის სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ გასამართ თამაშში დაბრუნდეს. თუმცა ამის შანსი მცირეა.

Sport-ის ცნობით, თუ რობერტო “რაიოსთან” კვირას გასამართი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, მის დაბრუნებას პირველ მაისს, “მალიორკასთან” “კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრაში უნდა ველოდეთ.

ჩავის გუნდში რობერტოს როლი უკვე განსაზღვრული აქვს და ის დანი ალვესის მსგავსი იქნება – მარჯვენა მცველი, რომელიც ბურთის ფლობის დროს ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 22 აპრ 2022, 17:24

    ასაკშია უკვე და უნდა წავიდეს

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2022, 16:10

    უნივერსალია ტიპი, რას ერჩით.

  • rivaldo80
    schedule 22 აპრ 2022, 16:01

    დესტს ასი თავით ჯობია ბურთის ამოტანა მაინც იცის და პასიის გაკეთება

  • La Pulga10
    schedule 22 აპრ 2022, 15:45

    სულ ნუ დაბრუნდება

  • Ronaldinho..
    schedule 22 აპრ 2022, 15:24

    რავი სუ სიმპატიით ვიყავი და ვარ ამ ფეხბურთელის მიმართ და გამიხარდება დაბალ ხელფასზე თუ დარჩება