ჩავი ერნანდესი ლევანტესთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ლევანტესთან მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე “ბარსელონა” “სიუდად ვალენსიაზე” “ლევანტეს” ეთამაშება. 

ჩავი ერნანდესმა აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

“ლევანტე” საკუთარ სიცოცხლეს წირავს. ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობენ და შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ექსტრა მოტივირებულები იქნებიან. მათ ბოლო 3 შეხვედრაში 9 შესაძლო ქულიდან 7 მოიპოვეს. იმარჯვეს “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, დაამარცხეს “ვილიარეალი”…
რთული თამაში იქნება. “ლევანტე” ბოლო წლებში “ბარსასთვის” იოლი მეტოქე არ ყოფილა. ჩვენ სამი ქულა გვჭირდება.
პიკე უდიდეს ძალისხმევას იღებს, რადგან მას თვენახევარია, ტკივილი აწუხებს. ეს ტრავმა არაა, ეს დაღლილობის ბრალია და მისი ძალისხმევა დასაფასებელია. ჟერარი ხვალ ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ვიმედოვნებ, ხუთშაბათს ჩენთან ერთად იქნება.
სერჟი რობერტომ ჩემი მოსაზრება იცის. მხარეები უნდა შეთანხმდნენ და ვნახოთ, რა იქნება. ვეცდებით, მან ხუთშაბათს ჩვენი დახმარება შეძლოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იგრძნობს ის თავს.
დემბელე ნოემბერში გავიცანი და მასზე მხოლოდ ამ პერიოდიდან საუბარი შემიძლია. მისი დონის ფეხბურთელი მხოლოდ რამდენიმეა. ის საკუთარ თავზე ზრუნავს, მითითებებს მიჰყვება, უსმანი გუნდში ძალიან უყვართ. მე მის წინააღმდეგ პრეტენზია არ მაქვს, რადგან ის ძალიან ბევრს გვაძლევს.
“აინტრახტის” წინააღმდეგ ცუდად ვითამაშეთ, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ბურთი ხშირად დავკარგეთ და ახლა უნდა მოვუმატოთ. ბურთთან ერთად უკეთ უნდა ვიმოქმედოთ.
ჩვენ იმ ეკონომიკურ სიტუაციაში ვართ, რომელშიც ვართ. კლუბმა ჩემი პრიორიტეტები იცის და ამიერიდან იმას გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. 
დესტი და მემფისი ხვალ ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ ვიმედოვნებ, ხუთშაბათს ჩვენთან ერთად იქნებიან. არ გვინდა, რომ მათ ტრავმა გაუმეორდეთ. 
გუნდი ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია. ის, რაც წინა თამაშში მოხდა, საფეხბურთო პრობლემა იყო და არა ფიზიკური. ბევრი ბურთი დავკარგეთ, ტაქტიკური შეცდომები დავუშვით…  
ვცდილობთ, ფეხბურთელებთან გულახდილები ვიყოთ და არავინ მოვატყუოთ, მათ პროექტი კარგად გავაცნოთ. 
ბუსკეტსი ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია. მისი მსგავსი ფეხბურთელის პოვნა ძალიან რთულია. იმის მოცემა არავის შეუძლია, რასაც ის გვაძლევს.
ბედნიერები ვართ, რომ ფატი ვარჯიშს დაუბრუნდა, ახლა ის კარგადაა. ანსუს 3-4 ვარჯიში სჭირდება. რაც მთავარია, ის არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს. ვიმედოვნებთ, ის მალე ითამაშებს.
ალბა კონკურენციის გაწევაში ნამდვილი ცხოველია. ჩემთვის, მისი ლიდერობის თვისება და ყველაფერი, რასაც მოედანზე გვაძლევს, ფასდაუდებელია.
ლუის არაგონესის ნამდვილი ოსტატი იყო, მისი მიდგომა ჩემთვის საუკეთესოა. აგრეთვე, ბევრი ვისწავლე პეპისგან, ვან გაალისგან, ლუჩოსგან, რაიკარდისგან, დელ ბოსკესგან.
გარსიათი ძალიან ბედნიერები ვართ. ის არაუხოს სიმაღლის არაა, თუმცა ლიდერის თვისებები გააჩნია. ერიკი ძალიან თავდადებულია. ის მომდევნო წლებში “ბარსასთვის” მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.
გავის კონტრაქტი? მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მას დარჩენა სურს. ეს კლუბზე, თავად ფეხბურთელსა და აგენტზეა დამოკიდებული. გავი დარჩენას იმსახურებს და ვიმედოვნებ, ასეც მოხდება. 
პედრის როლი მატჩზეა დამოკიდებული. წინა შეხვედრაში მისი მოძებნა გვიჭირდა, რადგან “აინტრახტმა” კარგად იმუშავა. პედრისა და გავისთვის ბურთი ხშირად უნდა მიგვეცა, თუმცა შეტევაში ცუდად ვითამაშეთ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    10 აპრ 2022, 18:09

    მეც ვფიქრობ რთული თამაში იქნება, ისინი ლიგაში დასარჩენად იბრძვიან და თავს დადებენ მოედანზე, ამიტომ ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.

  • nikusha
    09 აპრ 2022, 19:27

    პედრი დაასვენე მაესტრო. და ეს შემადგენლობა იქნება იდეალური:

    ტერ შტეგენი
    ალვეში-არაუხო-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-გავი
    დემბელე-ობამეიანგი-ფერან ტორესი

    ამ კამანდას ველოდები

  • Gigazakaradze
    09 აპრ 2022, 17:45

    Martis tvis sauketeso fexburteli vingaxda?

  • La Pulga10
    09 აპრ 2022, 16:05

    გარსიას აშკარად მომატებული აქვს და იმედია ასე გააგრძელებს.

  • Davit..
    09 აპრ 2022, 16:03

    7-8 ტური არის წინ ბოლომდე უნდა იბრძოლონ!! არავინ იცის რა მოხდება მაგრამ რატომაც არა დაბალი მაგრამ შანსი თუნდაც ჩემპიონობის არის! რეალს ბევრად რთული კალენდარი აქვს წინ.. ევროპა
    ლიგა თუ მოიგეს ეს ხო თვითრწმენისთვის იდეალური იქნება

  • EL MAESTRO 6
    09 აპრ 2022, 15:08

    უნდა მოიგოს ბარსამ აუცილებლად, ახლა ქულების დაკარგვა არ გვჭირდება, იმედია კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ