სერჟი რობერტოს აგენტმა, ჟოზეპ მარია ორობიტმა Mundo Deportivo-სთან საკუთარი კლიენტის შესახებ ისაუბრა:
ჟოან ლაპორტას განცხადება რობერტოს გარემოცვასა და “ბარსელონას” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
აგვისტოში მათ ძალიან დაბალი შეთავაზება გაგვიკეთეს, ეს მათი მხრიდან ერთადერთი წინადადება იყო, ხოლო 9 სექტემბერს, არა – დეკემბერში, პირისპირ ერთადერთი შეხვედრა შედგა. მათ გამოგვიგზავნეს დოკუმენტაცია, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა იმასთან, რაც ჩვენ განვიხილეთ. შეხვედრის გამართვის მომდევნო მცდელობები, მათი მხრიდან უგულებელყოფილი იქნა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი კეთილ ნებას გამოხატავდა. ამან გამიჩინა შეგრძნება, რომ პროცესი ძალიან გაიწელებოდა.
მატეუ ალემანისთან ჩემს საუბარში პროგრესი არ შეინიშნებოდა, რადგან მან მითხრა, რომ ამ საქმეს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ამის შემდეგ კლუბს შეთავაზება არ გაუკეთებია. მედიაში გამოქვეყნდა, რომ მათ სამი შეთავაზება გაგვიკეთეს. თუ ასეა, ისინი გვაჩვენონ.
რობერტომ ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილზე უარი თქვა, ასევე ბონუსების საგულისხმო ოდენობა გადაივადა. სერჟი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის არაა, ის ამისგან ძალიან შორსაა.
რობერტო აკადემიის აღზრდილი მოთამაშეა, ის დაბადებიდან კულეა და “ბარსა” ძალიან უყვარს. სერჟი 2019 წელს ხელფასის 12%-იან შემცირებას დათანხმდა, ასევე ბონუსების 42% გადაავადა, როგორც დანარჩენმა გუნდმა. ის მათგან არასდროს დისტანცირებულა.
ჩავიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასევე ფეხბურთელსა და კლუბს უთხრა, რომ სურს, რობერტო გუნდში დარჩეს, თუმცა მესმის, რომ მას ფინანსურ საკითხებში ჩარევა არ უნდა – ეს ჩავის საქმე არაა.
მოვითხოვ, რომ სიტუაცია მალე გადაწყდეს. კლუბმა რობერტოს ზუსტად და მკაფიოდ უნდა უთხრას, შედის ის მათ გეგმებში თუ არა.
ესპანელი “ბარსელონას” შეთავაზებას არ ეთანხმება, კლუბი კი პირობების შეცვლას არ აპირებს, ამიტომ შეთამხმება რთულად წარმოსადგენია და, ჩავის სურვილის მიუხედავად, სავარაუდოდ, ზაფხულში რობერტო კლუბს უფასოდ დატოვებს.

სანამ მკაფიოდ არ გეტყვიან, მანამ ვერ უნდა მიხვდე?
ჰო ჰო ჰო 12%-ით შეუმცირებია, რას ლაპარაკობ. იმ დროს როცა ლეოს საერთოდ აგდებენ გუნდიდან იმიტომ რომ ვერც ხელფასს მისცემენ და ვერც კონტრაქტს გაუგრძელებენ, თურმე ამას 12%-ით შეუმცირებია ხელფასი. აი ეხლა ნამდვილად გასაგდებია იმიტომ რო არც მორალურად და მითუმეტეს ფიზიკურად საერთოდ აღარ არის ბარსას დონე. ამან ვინ უნდა ამოაგდოს ან ცენტრში ან მარჯვენა ფრთაზე არვიცი.
სულ მიკვირს, თავმოყვარეობა რატომაა ხოლმე ზოგიერთისთვის უცხო ხილი! ეს მრავალი წლის წინ უნდა წასულიყო საკუთარი ნებით..
ერთი შეთავაზებაც არ უნდა გაეკეთებინათ , კოლოსალური ხელფასი და მთელი სეზონია დემბელე დაემართა ჩაანაცვლა ლაზარეთში, არც მანამდე არ ყოფილა დიდი საიმედო. მოდი გაასხით რაა
ნახვამდის და მადლობა იმ ორი მომენტისთვის ძალით უნივერსალო❤️
ბუსკეცი, ფრენკი, ნიკო, გავი, პედრი, კესი – გასაგებია რომ როტაცია საჭიროა და გვექნება კიდეც ამ 6 კაცის პირობებში, მაგრამ ფაქტია აქ აღარაა რობერტოს ადგილი (ეგ კი არა პუჩი ძლივს იღებს წუთებს) :დდდდდ
აუ რობერტო გასაჯ რომ ხარ უნდა ხვდებოდე უკვე
ლაპორტა შენ ნაბიჩვარ დედას ჩაახტა რობერტო გლანდებშიიიი, სადაც მესი მოატყუა ამ არაკაცმა იქ რობერტო რა მოსატანია, პერესის ლაქია და კვერცხების მზელავი
ანუ ერთადერთი შეთავაზება, რაც რუსსკი ვაიენი კარაბლს შესთავაზეს ის ხომ არაა

არ შედის.სად ჩემ ფეხებში უნდა წაიყავნონ?მარჯვენა ფლანგზე ეგ ვერ ითამაშებს და ნახ.დაცვაში ხო საერთოდ,ამიტომ ჯობია წავიდეს.
Აშკარაა რომ არშედის უმჯობესი იქნება თუ თვითონაც გაიაზრებს ამას. Უნდა დატოვოს კლუბი!