დღეს ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი თამაშები გაიმართა. მთავარი დაპირისპირება “კლასიკო” იყო – “ბარსელონა” “რეალის” წინააღმდეგ.
თამაშამდე ცნობილი იყო, რომ “ბარსელონა” ახალ მსოფლიო რეკორდს უმიზნებდა. აქამდე ქალების ფეხბურთზე დასწრების მხრივ საკლუბო რეკორდი 2019 წელს იყო დამყარებული, როდესაც “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “ატელტიკოსა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას 60 739 ადამიანი დაესწრო. დღევანდელი “კლასიკო” რომ ამ რეკორდს მოხსნიდა, ეს ეჭვს არ იწვევდა. თუმცა ზოგადად ქალების ფეხბურთის რეკორდი გაცილებით მეტი იყო. მსოფლიოს 1999 წლის ჩემპიონატის ფინალში აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირებას ტრიბუნებიდან თვალი 91 185-მა ადამიანმა მიადევნა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი თამაშის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ამ რეკორდის გაუმჯობესება მაინც ძალიან რთულად მოჩანდა, რადგან თამაში ბარსელონას დროით სამუშაო საათებს ემთხვეოდა. თუმცა შეხვედრის მიწურულს “კამპ ნოუს” ტაბლოზე დაიწერა 91 553, ეს კი მსოფლიოს ახალ რეკორდს ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ “კამპ ნოუზე” ამდენი გულშემატკივარი არ ყოფილა, მათ შორის არც მიმდინარე სეზონის კაცების საშინაო “ელ კლასიკოზე”.
რაც შეეხება თამაშს – სიტუაცია დაძაბული მხოლოდ 3 წუთით იყო, საბოლოოდ კი “ბარსამ” 5-2 მოიგო.
იმედია კაცებშიც ეგრე იქნება
ალექსიას მორიგი პერფომანსი იხილა გადაჭედილმა პუბლიკამ კამპ ნოუზე
ის სამი წუთი რეალი რო 2-1 იგებდა? კაია რომ ბონმატამ დროულად გაათანაბრა და მერე კი წავიდა პინა, პუტელასი , ჰანსენი. მართლაც ზუსტად 3 წუთი ვინერვიულე.
3 ამპრილს სევილიას ვმასპინძლობთ, წესით და რიგით სავსე ნოუკამპი უნდა ვიხილოთ, მითუმტეს 6 ქულიანი თამაშია
რაკარგია 👏
მალე დაბრუნდება ეგ დროც. პრინციპში, უკვე დაბრუნდა ❤️💙
კაცებშიც გვინდა გადაჭედილი ნოუკამპი😒