რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონას” მაისურით ხილვა უფრო და უფრო რეალისტური ხდება.
Sport-ის ცნობით “ბარსელონაში” აცნობიერებენ, რომ ერლინგ ჰოლანდის შეძენა რთული იქნება და კატალონიური გუნდი ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი ლევანდოვსკია.
33 წლის პოლონელის გერმანული კარიერა დასასრულს უახლოვდება. გავრცელებული ინფორმაციით ვეტერან ვარსკვლავს ძალების სხვა ქვეყანაში მოსინჯვა სურს და ის “ბლაუგრანაში” თამაშზე თანახმაა.
ლაპორტა ხვდება, რომ მის გუნდს ვარსკვლავი ჭირდება, რომელიც კლუბს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მარკეტინგშიც დაეხმარება. ჩავის კი ჭირება სუპერ თავდამსხმელი, რომელიც ახალგაზრდა ნახევარმცველების დაწყებულ საქმეს წარმატებით დაასრულებს.
Sport-ის ცნობით “ბარსა” ლევანდოვსკის 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ამ ამბავში ერთი უცნაურობაა – გაპრეზიდენტების შემდეგ ლაპორტამ მისი წინამორბედი ჟოზეპ მარია ბართომეუ იმის გამო გააკრიტიკა, რომ მის დროს კლუბი ახალგაზრდებთან ხანმოკლე, ხოლო ხანშიშესულ ფეხბურთელებთან ხანგრძლივ კონტრაქტებს აფორმებდა. ამის გათვალისწინებით “ბარსელონას” მხრიდან ლევანდოვსკისთვის 4 წლიანი ხელშეკრულების შეთავაზება უცნაურია. თუმცა კლუბში ფიქრობენ, რომ პოლონელი უმაღლეს დონეზე კიდევ მინიმუმ 2 წელს ითამაშებს, ხოლო საქმისადმი მისი დამოკიდებულების გამო მას ამ პერიოდის კიდევ 2 წლით გახანგრძლივება შეუძლია. “ბლაუგრანას” ამ პოზიციას ფეხბურთელის სტატისტიკაც ამყარებს – უკვე 7 წელია, ლევანდოვსკის სეზონში მინიმუმ 40 გოლი გააქვს, 30 წელს მიღწევის შემდეგ კი მან 55, 48 და ამ სეზონში უკვე 45 გოლის გატანა მოახერხა. აშკარაა, პოლონელი ტემპის დაგდებას ჯერ არ აპირებს.
რობერტ ლევანდოვსკის ერთ-ერთ დადებით თვისებად ასევე ფასდება მისი მაღალი დონის პროფესიონალიზმი. პოლონელი კლუბისთვის პრობლემას არასდროს ქმნის.
ლევანდოვსკის “ბაიერნთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ამის გათვალისწინებით “ბარსელონას” მისი ტრანსფერი ძვირი არ დაუჯდება.
ასავალ-დასავალი
ძალიან მეეჭვება ეს სიმართლე იყოს.
მხოლოდ და მხოლოდ ერთი მინუსი აქვს ასაკი ! დანარჩენი ამაზე კაცმა უარი როგორ უნდა თქვა ?!
თან როცა ჩავი გყავს მწვრთნელი ! ამის მოყვანა ნიშნავს პრაქტიკულად გამტანის პრობლემის მოხსნას ! მაგრამ რამდენი ხანი ? რამდენ ხანს გაქაჩავს უმაღლეს დონეზე?!
არაფერი შეუთავაზებია ბარსელონას ამ წამს ვკითხულობდი, პლიუს ბაიერნი ასე იოლად არავის შეელევა მითუმეტეს ამას..
2023 წლამდე უფასოდ როგორ მოვა ??? ამ ზაფხულს კიდე ამას არავინ გამოუშვებს, იქეთ წელს კიდე 35-მიღწეული კაცის მოყვანა და 4-წლიანი კონტრაქტი ???? 🤔 ლევანა კლასნია მაგრამ მერე ისევ საძებარი იქნება ფორვარდი და ჰალანდისნაირი ან იქნება და ან არა, ჰალანდის არ სჯერა აქ სასტავს ტოო😃 ჰალანდისნაირები ასწლეულში ერთი იბადება ხოლმე ტიპს ყველაფერი აქვს აბსოლიტურად ფიზიკა სისწრაფე ფინიშინგი აქვს მკვლელი ერთი შეხებით გინდა თავი გინდა უძლიერესია და ასაკი გინდა მინიმუმ 12-წელი ტოპ დონეზე იქნება…
M10 S9 D11,
მესის ხელფასის რაოდენობა და კლუბის სახელფასო ლიმიტი იცი რამდენი იყო ? 😀😀😀
ჰოლანდი თუ ვერ იყიდეს ლევანდოვსკი მოიყვანონ
ხელფასსაც ბევრს მოითხოვს და ამაში ფულის გადახდას ახალგაზრდა გვირჩევნია.
აუ, კაროჩე გვიანია უკვე, ჰოლანდზე უნდს იჩალიჩონ ისევ. 21 წლის ჰოლანდი დს ლევი 33 წლის.
აი ეს ტრანსფერი გაცილებით მომწონს ვიდრე ჰოოლანდის. პროფესინალური დონითაც უკეთესია ლევანდოვსკი და ჯიგრითაც უფრო შეეფერება ბარსას.
P.S. ალექსანდრე გეგეჭკორს მინდა მივმართო: ძალიან მომეწონა შენი იუმორი, და როგორც ხედავ გავითვალისწინე…
დიდი მადლობა.
:

ძალიან ცუდად მოქმედებს ვიღაც-ვიღაცეების არასწორი მიდგომები კლუბის მიმართ და არაფრით არ მყოფნის რამოდენიმე სტრიქონი ჩემი სუბიექტური აზრის გამოსათქმელად.
ნამდვილად ვეცდები ჩემი კომენტარები 1,5 მეტრამდე შევამცირო …….
ამას კი მივესალმები მაგრამ გააჩნია რამდენს ითხოვს.. ბაიერნში ძალიან ბევრი ქონდა და აქ კიდე 15მ საც ვერ გადაუხდის ბარსელონა. 10მ ვზე თუ წამოვა რავიცი მგონი კარგი იქნება
მესი ხელს შეუშლის კაცო გუნდს აგერ ლევანდოვკი მოვიყვანოთ არ ჯობია?!
თუმცა ვნახოთ, უფასოდ მოსვლა რას აფუჭებს? არაფერს, აგერ ბრაითვაითი-დე იონგი წავლენ და კი ბატონო
უფასოდ არ მოვა,თანხის გადახდა მოუწევთ. რავი ძაან კაი ტრანსფერი იქნება მაგრამ 4 წელი ბევრი ხო არაა?
ცოტა კი ვარ სკეპტიკურად განწყობილი, მაინც ასაკი ასაკია, განსხვავებული ჩემპიონატი და ა.შ.
თუმცა ვნახოთ, უფასოდ მოსვლა რას აფუჭებს? არაფერს, აგერ ბრაითვაითი-დე იონგი წავლენ და კი ბატონო
არა რაა.ცხოველია ლევანა,მარა 32 წლის ობამა და 33 წლი ლევანა,თანაც 4 წლიანი კონტრაქტებით,რავიცი დიდად არ მინდა.ანტონიზე იჩალიჩონ ჯობია და ცენტრში გამოჩნდება ვინმე.
იდიოტობაა!
ბაზარი არა ლევანდოვსკი მაგარია მარა ისიც გასათვალისწინებელია რო მისი გოლების უმრავლესობა 1 გუნდიან ჩემპიონატში მოდის. თითონაც დააყენოს ერთი ადგილი და მაგალითი მესიდან აიღოს. სიბერეში რო მოუნდათ ახალი გამოწვევები ხო მაგაზე ვალდესი მახსენდება კიდე სუ
დავაი მოიყვანონ ლევანა, შეძლებს 2-3 წელი უმაღლეს დონეზე თამაშს
კაცო, ჰოლანდი ფორვარდია, ანტონი და რაფინია ვინგერებუ და რას ამბობთ?