“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, “სევილიასთან” შეხვედრას აფასებს.
დღეს, ორი ქულა დავკარგეთ. მოგებას ვიმსახურებდით, ასე იყო მაშინაც, როდესაც მეტოქე თერთმეტი ფეხბურთელით იყო. ისე ვითამაშეთ, როგორც გვსურდა, რომ გვეთამაშა – ხასიათით, პრესინგითა და მაღალი ტემპით. ძალიან კარგი თამაში გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოედანზე წარმატების მიღწევა რთულია.
ჩვენთვის, ერთი ქულის აღება კარგი ამბავი არ არის, ამ მატჩში ყველაზე ცუდი რამ შედეგია. მათ ჩვენი შეცდომა გამოიყენეს, რაღაცები გასაუმჯობესებელი გვაქვს.
როდესაც მეტოქის ტერიტორიაზე საგოლე სიტუაცია გვექმნება, არ უნდა ვიფიქროთ, უნდა დავარტყათ.
დაძინება გამიჭირდება, რადგან უნდა მოგვეგო. შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თამაში უახლოვდება იმ “ბარსას”, რომელიც მე მსურს – თამამი და შემტევი. ისეთი, როგორიც მე გამოვცადე და რომელმაც წარმატება მოგვიტანა.
“სევილია” გამოცდილი გუნდია, მათ თამაშის დამშვიდება შეძლეს. იციან, რასაც აკეთებენ და ტაქტიკურად ძალიან კარგად მუშაობენ.
პრობლემას გოლი არ წარმოადგენს. გარკვეულ მომენტებში ჩამოყალიბებულობა და თამაშის გააზრება გვაკლია. ზოგჯერ, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
დემბელეს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. მისი დარტყმა რომ გასულიყო, ახლა იმაზე ვისაუბრებდით, თუ რა ფენომენალურად ვითამაშეთ.
– ამბობს ესპანელი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
ასევე, შეხვედრის შესახებ მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რონალდ არაუხომ, ისაუბრა.




აშკარათ იმსახურებდი მოგებას ჩავი. მარა ვერ გაავიგე სევილიას უთამაშლობა ბარსა მის ფონზე კარგათ გამოიყურებოდააა. თუ ბარსამ მოუმატაა? ამას შემდეგ მატჩებში ვიხილავთ. სევილიას რო მეტი შეუძლია ვიცით. ბასას რაც შეხეებაა მართლა ერთ ერთი სუკეთესო მატჩი ჩატაარა. .პირველათ მომეწონა დემბელეე. . ისე მაგას რო მიუდგე ცალკე როგორც ვინიციუს მიუდგნენ დაა ჩამოყალიბდეს მერე იქნება ლიდერი.. ძან ნიჭიერი და ძან მონდომებულია მარა ძაან ამასთან ერთად მაზილაცააა. .
ცვეტში დავკარგეთ ორი ქულა ვიმსახურებდით მოგებას
მაგარი ხარ მაესტრო!!! უეჭველი დავქაჩავთ მეორე წრეში. რეალს თუ ჩავარდნა ექნა შესაძლოა ცოტა ინტრიგაც დაბრუნდეს , მაგრამ ამ გადმოსახედიდან ჯერჯერობით არამგონია სიტუაცია დაიძაბოს. ფორმა აკრიბეს ბიჭებმა და ახლა მოდუნება არ შეიძლება, ასეთი ენერგოით და ჟინით თამაშია საჭირო ყველა მატჩში
მაესტრო თავის სტიქიაშია , ძალიან სწორი და ზუსტი ანალიზი , აქცენტები და ის მესიჯები , რომლებიც ფეხბურთელებს ეკუთვნით , სახალხოთ კი არ ასახელებს ამან ეს ქნა ამანს ისოო , ერთი წასული იდიოტივით ! რაც შეეხება ფრენკის , მაინც მაქვს იმედი , რომ ხავი სწორად გამოიყენებს მის შესაძლებლობებს , ბუსკეცი სულ მუდამ ვერ იქნება , ფრენკი გვჭირდება ზუსტად ისეთი , როგორიც აიაქსში იყო და იმედია შემდეგ შეხვედრაში გვაჩვენებს რა შეუძია , ახალი წელიც მოუხსნის დაძაბულობას , თანაც მგონი პირადშიც რაღაც პრობლემები აქვს და ვნახოთ , გამოჩნდება .
ერთი სწორედ შენიშნეს აქ ტორესზზე ძალიან ეხლა კავანი გვინდა, ტორესიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ბარსა უნდა მიეჩვიოს ხასიათის გამოვლენას. თუ სიტი არ დაუკლებს იმ 10 მილიონს რაზეც უკვე ითქვა, მაშინ ყავდეთ სათადარიგოზე ეგ კაცი.
მთავარი კი ისაა, რომ ლიგის ზონას სულ რაღაც 2 ქულა გვაშორებს. არ მითხრათ რომ თუნდაც ამ გუნდით რაიო ვალეკანოს მეორე წრეში 2 ქულას ვერ ამოვუქაჩავთ. აი მესამეადგილოსან ბეტისს კი 5 ქულა გვაშორებს და არც ეგ არ უნდა იყოს პრობლემა.
იმედია გუშინდელი თამაშით ერთ-ერთ ლიდერთან ბარსას ახალგაზრდობამ დიდი სტიმული და იმედი გაიჩინა თავის თავში.
მითუმეტეს მეორე წრეში ნამდვილად დაგვემატებიან მორჩენილი ტრავმირებულებიც, ალვესიც და კიდევ ერთი ორი ახალი ფეხბურთელი, მე პირადად დარწმუნებული ვარ რო ლიგაზე გასვლას მოვახერხებთ ამ უეფას ტურნირის მოგების გარეშეც.
მართალია ეს კაცი!..
პირველრიგში მეკარე და ფორვარდი გვჭირდება, არ შეიძლება ასე ყველა დარტყმა გოლი გადიოდეს, დაცვამ თავის საქმე გააკეთა, ერთი დაარტყა სევილიამ კარში და ისიც გოლი ტეხავს რა, აი ფორვარდი რომ გვყოლოდა ამ თამაშს მოვიგებდით კიარა გადავხსნიდით შუაზე სევილიას, კავანი უნდა იყო პრიორიტეტი და არა ტორესი, ესპანელზე ზაფხულში იჩალიჩონ, ახლა გამტანია საჭირო რომ ლიგის ზონაში დავრჩეთ და სეზონი ორი თასით დავასრულოთ, კოპა/ევროპალიგა
დე იონგი სკამზე, ბუსკეცის ფრჩხილის ფასიც არ ღირს
ყოჩაღ ბებერო, საგრძნობლად იცვლება ბარსა თამაშიდან თამაშამდე და ეს დიდი იმედის მომცემია. კარში დარტყებს რომ მოვუმატეთ ძალიან მაგარია, რაც ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათობა იყო. ფაქტიურად არავინ ურტყამდა კარისკენ და ამას ითხოვს კიდეც აშკარად ჩვენი მაესტრო. წარმატებები ბარსას!!!
ფრენკი დე იონდი გასაყიდია ბუსკეტსი ჯობია 10 თავით
ბრავო ხავის ორივე ტაიმი მომეწონა გუნდის ეტყობათ რო რაც დრო გადის ფიზიკურად იხოდებიან გუშინ იღბალიც რო გვქონოდა და მსაჯს მინიმუმ სევილიადან 2 კაცი უნდა გაეძევებინა მაგრამ 7 ადგილოსან ბარსასთანაც კი მსაჯი რო გეხმარება ტეხავს ბრავო კიდევ 1 თხელ ხავის ეხა 3 ადვილი თამაში გვაქ და 9ქულა უნდა ავიღოთ უეჭველი ხულიან ალვარესი და კავანი დაგხვატავდა ტორესი თუვერ ვითრიეთ❤💙
ეს. არ არის ის ბარსა, ვისი ულისთვისაც ერთადერთი სვირინგი მაქვს. ☹️ ეზალზულის, დემბელეს და ნიკოსნაირ ფეხბურთელებს სათადარიგოზეც არავინ გააკარებდა, არამც თუ ძირითადში. ვაი ჩემო ბარსა, რას დაგამსგავსეს?! 🤦
მეტი არაფერი იციან? გამაგიჯებთ თქვენ:))) ჯერ რა ფეხბურთის ისტორია აქვთ მერე ავტოპრომი მერე სამზარაულო მერე დიზაინერები და შემიძლია არ გავჩერდე:)))
დანი არაუხო პიკე ალბა
ფ.დე იონგი
პედრი გავი
დემბელე დეპაი ფატი
ეს შემადგენლობა მინდა შემდეგ მატჩებში
ნეტუ, ბუსკეცი , გარსია , ნიკო , ეზალზული , ჟუტგლა ,ბალდე , პუჩი
დანი არაუხო პიკე ალბა
ფ.დე იონგი
პედრი გავი
დემბელე დეპაი ფატი
ეს შემადგენლობა მინდა შემდეგ მატჩებში
ნეტუ, ბუსკეცი , გარსია , ნიკო , ეზალზული , ჟუტგლა ,ბალდე , პუჩი
დანი არაუხო კუნდე ალბა
დე იონგი
პედრი გავი
დემბელე ჰოლანდი ფატი
ონანა ბალდე ნიკო ეზალზული გარსია პუჩი ბუსკეცი
მაზრაუი, დეპაი
სამი ტრანსფერი გვხატავს
თა ამ ყველაფერთან ერთად არ ჩერდება და არ კმაყოფილდება ჩავი რაც ძალიან მახარებს, მართლაც კარგად ითამაშეს და მოგებაც დამსახურებული იქნებოდა რომ მოგვეგო, არ გაგვიმართლა და შეცდომებიც დავუშვით მაგრამ იმედი ჩამისახა ამ თამაშმა, იმის რომ სწორი განვითარების გზით მივდივართ და კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ მწვრთნელად საჭირო და სწორი კაცი გვყავს, აქ ტრანსფერების გაჩარხვის შემდეგ და გუნდის კიდევ უფრო დალაგების შემდეგ 4-0 ებს მოვიგებთ ასეთ თამაშებს
როგორ შეიძელბა ესეთი დალაგებულად მოსაუბრე ადამიანის სიტყვები ვერ გაიგო თუ ლენგლე არ ხარ მგონი დემბელე რაღაცეებს ხვდება აი ლენგლე ისევ ლენგლე დარჩა🙃მიდი ბებერო ბავშვებით 2-ზე გადი ეგ იქნება შენი ტიტულის მოგება😁
მალე დიდი მოგებებიც წამოვა მთავარია ასე გამაგრძოს გუნდმა წინსვლა და განვითარება და გამოვიდეს მერე ლუბოი ნაპოლი უნდა გადავხსნათ შუაზე და ჭამონ მერე მაკარონი მეტი მაინც არ იციან არაფერი