“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი “ბარსელონას” უფრო და უფრო უახლოვდება.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსამ” კავანისთან მისი ტრანსფერის ზამთარში განხორციელებასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. ურუგვაელი შემტევი “ბლაუგრანას” შეთავაზებას დასთანხმდა.
წყაროს ცნობით, ახლა ყველაფერი “მანჩესტერის” გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – დართავს თუ არა ინგლისური კლუბი 34 წლის ფეხბურთელს იანვარში უფასოდ წასვლის ნებას.
იმავე წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონა” კავანის წელიწადნახევრიან კონტრაქტს სთავაზობს.



ძალიან მაგარი ვარიანტია 💪💪💪 კავანი ძალიან შრომისმოყვარეა, ფიზიკურადაც ძლიერია .. ყველა ვარიანტში ტოპ 9-იანია
ძაან კაი ფერან ტორესი და ბარემ ხულიან ალვარესიც რააა
მოკლე ვადიან პერსპექტივაში კაი როჟაა
აგუეროთი გამოწვეულ დანაკლისს ბოლომდე ამოავსებს მატადორი. თან კუნზე ნაკლებად ტრავმიანია
წყაროს ცნობით, ახლა ყველაფერი "მანჩესტერის" გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – დართავს თუ არა ინგლისური კლუბი 34 წლის ფეხბურთელს იანვარში უფასოდ წასვლის ნებას.
უფასოდ რატო დართავს წასვლის ნებას, ბარსა ხო არ არის. მოითხოვენ რაღაცას უეჭველი. ალბათ 10-15 მილიონს. კეთილები და სულელები მარტო ჩვენა ვართ.
სუარესი რა ტყუილად რისთვის გაუშვეს იმ დებილებმა თორე ფორვარდის პრობლემა არ გვექნებოდა ახლაც
მოდი ლომო მოდი