გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტი და სუპერ აგენტი მინო რაიოლა, რომელიც ერლინგ ჰოლანდის წარმოამდგენელია, ტურინში ერთმანეთს შეხვდნენ.
Sport-ის ცნობით, მხარეების საუბრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, “დორტმუნდის” ვარსკვლავი იყო, რომლის შეძენაც “ბარსელონას” მთავარი პრიორიტეტია, თუმცა, მათ რაიოლას კიდევ 3 კლიენტის ტრანსფერზე ისაუბრეს. ესენი არიან: “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველები პოლ პოგბა და ჩავი სიმონსი და “აიაქსის” მარჯვენა მცველი ნუსაირ მაზრაუი.
ხსენებული სამივე ფეხბურთელი მომდევნო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ ისინი “ბლაუგრანას” სასურველი ფეხბურთელები არიან და არა პრიორიტეტული სამიზნეები.



ტრანსფერებზე საუბარი კარგია, მაგრამ უფულოდ?
ამ გაფუჭებულ გუნდს მართლა დიდი დრო სჭირდება გასაძლიერებლად, ეს ვითომ ფეხბურთელები გასაშვები არიან და ნამდვილებია მოსაყვანი : დესტი, მინგეზა, გარსია, ლენგლე, კოუტინიო, დემბელე, ხე იონგი, ბრაითბეითი ესენი პირველ რიგში, მერე გააჩნია როგორ წავდა საქმე და ალბათ დე იონგი, შტეგენი, უმტიტი, დეპაი, გასაყიდები იქნებიან, პიკე , ბუსი და ალბა კარიერას დაასრილაბენ, რობერტო საერთოდ დამავიწყდა, ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ალბათ მინიმუმ 2 წელი დასჭირდება ან წელიწად ნახევარი, დანარჩენი მოსაყვანები არიან ძირითადისთვის ხალხი და რეზერვისთვის თავისუფალი აგენტები
Albicelecte,
ისე ტიპური მცველი არც მაზრაუი არაა. მაგრამ დესტს ათი თავით ჯობია. თავიდანვე ეგ როგორ არ იყიდეს
დესტი გაცვალოს მაზრაუიში