“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის კატალონიური მომავალი ბუნდოვნად გამოიყურება.
მიუნხენის “ბაიერნთან” გუშინდელი მარცხის (0-3) შემდეგ ნიდერლანდელი სპეციალისტი და “ბლაუგრანას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ერთმანეთს შეხვდნენ და დიალოგი შედგა, რომელმაც დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა.
AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, კუმანის მომავალი შემდეგ ოთხ მატჩზეა დამოკიდებული. “გრანადასთან”, “კადისთან”, “ლევანტესთან” ან “ბენფიკასთან” ნებისმიერი დაბრკოლება მის მომავალს სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენებს.




გააგდონ ამის