workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკ დე იონგის პრეზენტაცია, შესაძლოა, ორშაბათს შედგეს

ლუკ დე იონგის პრეზენტაცია, შესაძლოა, ორშაბათს შედგეს

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ბარსელონადან” ანტუან გრიზმანის წასვლის გამო, კატალონიელებმა “სევილიადან” ლუკ დე იონგი იჯარით აიყვანეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი თავდამსხმელის პრეზენტაცია, შესაძლოა, ორშაბათს, 6 სექტემბერს შედგეს.

კატალონიური გამოცემის ცნობით, ჟოან ლაპორტამ და მატეუ ალემანიმ, დატვირთული ბოლო დღეების შემდეგ, რამდენიმე დღით დასვენება გადაწყვიტეს, რის გამოც დე იონგის “კამპ ნოუზე” წარდგენა მომდევნო კვირამდე გადაიდო.

ლუკი “ბარსას” ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, სეზონის ბოლოს კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 21:24

    არც დეპაის მჯეროდა მაგრამ დაფრინავს კაცი.

  • azulgerana
    schedule 04 სექ 2021, 01:16

    ციტატა: La Pulga10
    თუ არც წარადგენენ.მოვიყვანოთ დე ლიხტი,ვან დებეეკი,დუმფრისი,გრავენბერხი.გავუშვათ პედრი,არაუხო,მინგესა და ა.შ და კი გავხდებით ჰოლამდიის ნაკრები.


    Xo მე მითხარი და მე მოვიყვან ან ნიკა ბიძიას დაუწერე

    100000 ქართველი გულშემატკივარი ელოდება ამის პრეზენტაციას აშკარად

  • La Pulga10
    schedule 03 სექ 2021, 22:04

    თუ არც წარადგენენ.მოვიყვანოთ დე ლიხტი,ვან დებეეკი,დუმფრისი,გრავენბერხი.გავუშვათ პედრი,არაუხო,მინგესა და ა.შ და კი გავხდებით ჰოლამდიის ნაკრები.

  • azulgerana
    schedule 03 სექ 2021, 19:01

    ის ვინ იყო ფეხი რომ გადატყდა თამაშის დროს. რაფაელ ალკანტარა?

  • Memphis Depay
    schedule 03 სექ 2021, 18:53

    პაულინიოს ტრანსფერივით არ იყოს. ყველა უკმაყოფილი ვიყავით, მარა გადმოვიდა და მოუტანა გარკვეული სარგებელი გუნდს ფაქტია. იქნებ ეს კაციც გამოდგეს, სტანტარტულებზეც დაგვეხმარება.