ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელნამ” თვალი “მანჩესტერ სიტის” რამდენიმე ფეხბურთელს დაადგა.
Sky Sport-ის ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ცნობით, “ბარსა” ზაფხულში რაჰიმ სტერლინგის დამატებაზე ფიქრობს, რომელმაც, შესაძლოა, “მანჩესტერ სიტი” დატოვოს. თუმცა, ინგლისელი შემტევის “ბლაუგრანაში” გადმოსვლა ძალიან ძნელი იქნება. ამ ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ კატალონიელები გარიგებაში მოთამაშეებს ჩართავენ.
El Chiringuito-ს ჟურნალისტი ხოსე ალვარესი იტყობინება, რომ “ბარსა” “ქალაქელთა” მორიგი ფეხბურთელების, ილაქი გიუნდოგანისა და რიად მაჰრეზის აგენტებსაც შეხვდა.
სულ გამოთაყვანდნენ მგონი სიტიდან თუ ვინმეს მოყვანა უნდათ ეს დე ბრუინი და დიაშია პირველ რიგში და მაგათ აბა ეხლა ვინ გამოუშვებს
თანაც უფასოდ 
სახელიც რო გადავირქვათ ბარემ? ლაპორტას გონიაა ნახევარ სიტის თუ მოიყვანს პეპიც დაბრუნდება მერე? თუ ეგრეა რაღა ბრაკებზე ჩალიჩჩობს 😀 გარსია აგუერო მოვიდნენ, ლაპორტა გვინდა, კანსელოზეეც დაიწერა 1-2 ჯერ, ფერნანდინიოო, ახლა სტერლიგნი გიუნდოგანი მაჰრეზიო 😀 დე ბრუინს დიაშს და ვინც მართლა რამეში გამოდგება იმათ არ დააკვირდეთ, ჭორათ მაინც დაწერეთ დე ბრუინზე 😀 ვიცით რო ტყუილი იქნება მარა მაინც გულს გაუხარდება 2-3 წამით
რა დრო დადგა, სიტის და პეპის დაბრაკულ ფეხბურთელებზე ვნადირობთ.
ჰაჰჰა. რას არ გაიგებს კაცი , იცი რომ ტყუილია და მაინც ნერვები გეშლება … სითიდან აღარავინ გვინდა პეპის და ერთი ცენტრ მცველის გარდა ნუ ახლა დე ბრუინს ვერ გავიფორმებთ ვერასდროს თუ ესეც თავისუფალი აგენტი არ გახდება..
Ansu Fati 22,
ნეტა დემბელეც არ ეყიდა არც მაჰრეზი იყო საჭირო
სტერლინგს მაჰრეზიც ჯობია და გუნდოგანიც ბევრად,მარა მაგას არ ჯობია მცველზე იჩალიჩონ?ან შეეშვან საერთოდ სიტის.
ეჰ ნეტა ბარსას მაჰრეზი ეყიდა თავის დროზე, დემბელე რო არჩიეს თან გაცილებით იაფი ღირდა მაჰრეზი დემბელესთან შედარებით.
რა სტერლინგი ეგეთი დემბელეც გვეყოფა
ეს დიდი ხნის წინ დაიწერა სხვა საიტებზე და სტერლინგის გადმოყვანა რამდენად სწორია არ ვიცი ინგლისელია მაინც ♥️
ბარემ სიტი გადმოიფორმეთ.