საარჩევნო პროტოკოლის საკითხებს ხუთშაბათს განიხილავენ

საარჩევნო პროტოკოლის საკითხებს ხუთშაბათს განიხილავენ

Cadena SER-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს “ბარსელონას” მოქმედი ხელმძღვანელობა მთავრობის წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდება.

შეხვედრის მიზანი 24 იანვარს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში პროტოკოლის მიხედვით უნდა ჩატარდეს.

არსებობდა ეჭვი და საფრთხე, რომ ხსენებული მიზეზით, შესაძლოა, არჩევნების თარიღი გადაწეულიყო კიდეც, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნა მიღებული და ორ კვირაში კლუბს უკვე ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

ამჟამად ზოგიერთი კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დაკვნით ფაზაშია, ხოლო ზოგს გარკვეული მიზეზების გამო საარჩევნო მარათონიდან ნაადრევად გამოთიშვა მოუწია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • ბასქუ10
    11 იან 2021, 22:50

    აუ რამხელაზე გაიწელა ეს დრო, ერთისული მაქვს გავიგო ვინ იქნება ბარსელონას ახალი პრეზიდენტი, იმედია ლაპორტა გაიმარჯვებს

  • BEQA BARCA
    11 იან 2021, 21:40

    გადადებიტ აღარ მგონია გადაიდონ. მთავარია დროზე ჩაატარონ და ლაპორტა მოვიდეს.

  • M10 S9 D11
    11 იან 2021, 20:53

    ე ბიჭო რაღას წელავენ დროზე ქნან

  • C.PC5
    11 იან 2021, 18:22

    ვინ რდენი ხელმოწერა შეაგროვა რატო არ აცხადებენ ჯერ? მაგ რაოდენობები ბევრ რამეზე იმეტყველებს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    11 იან 2021, 17:49

    ეს გარკვეული მიზეზი ლაპორტასთან მარცხის შიში ხომ არ იყო ნეტა.👌