პრეზიდენტობის ჯერჯერობით ფავორიტმა კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, კიდევ ერთი ინტერვიუ ჩაწერა, ამჯერად Goal-თან.
მისი განხილვის საგანი და სასაუბრო თემა ნაცნობი იყო, უბრალოდ ამ შემთხვევაში გარკვეული საკითხების მიმოხილვა უფრო ვრცლად მოუწია.
“წინასაარჩევნო კამპანია მშვენივრად მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარ გუნდის წევრების მუშაობით. მათ უკვე 300 ქულა შეაგროვეს. ველოდებით, რათა ხელმოწერათა ზუსტი რაოდენობა დავადგინოთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
“მაშინებენ თუ არა სხვა კანდიდატები? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ წინასაარჩევნო სამზადისი ორ ნაწილად დავყავით, ჯერ ხელმოწერების შეგროვებით ვართ დაკავებულნი და მათი დარიგების შემდეგ მეორე ნახევარსაც დავიწყებთ. “ბარსას” მსგავსად, თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ.”
“კლუბის წინა მოდელი მოიცავდა კრუიფს, “ლა მასიას”, “უნისეფს”, კატალონიას და რასაკვირველია, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს თანამედროვე და ამასთანავე გლობალური ხედვა. ახლანდელი მოდელი ანალოგიური იქნება, თუმცა უფრო გაუმჯობესებული.”
“ჩემი წინა საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. განსაკუთრებით, ურთიერთობა სამთავრობო და მსოფლიო ორგანიზაციებთან. საბედნიეროდ, ყველა საფეხური გავიარე. დასაწყისში იყო ბევრი რთული დაბრკოლება, შემდეგ წარმატების მომტანი დრო დადგა, რითაც კმაყოფილები ვიყავით. ბოლოს კი ყველაფრის განახლების დრო მოვიდა.”
“არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირველი რასაც გავაკეთებ, ეს იქნება სტაფისა და საბჭოს წევრებთან შეხვედრა. ისინი განსაკუთრებული საქმიანობით არაინ დაკავებულნი, სრულყოფილ მენეჯმენტთან შეხვედრა კი მათთვის მოტივაციის მიმცემი იქნება. ასევე შევხვდები სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, რათა იცოდნენ, რომ კლუბში ახლადმოსული პრეზიდენტი მათ გვერდშია და შეუძლიათ სრულად ენდონ მას.”
“სპორტული სტრუქტურის მხრივ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ. ყველამ იცის, რომ წარსულში მე როდესაც მუშაობა შევწყვიტე, პროფესიონალებს, რომელთა მიმართაც ნდობა გამაჩნდა და თავდაჯერებულნი იყვნენ, ყველა უნარი გადავაბარე. ახლა კი დაბრუნებით ვარ დაინტერესებული და მზად ვარ, ახალი, წარმატებული პროექტი ისევ შევქმნა.”
“რაც შეეხება სასურველ მწვრთნელს. ახლა ამაზე საუბარი მოქმედ შტაბს იმედს გაუცრუებს. ჯერ მხოლოდ სეზონის შუაში ვართ და ადრეა რაიმის თქმა.”
“მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არ მისაუბრია. ამჟამად ყველა უნარს არ ვფლობ, რათა ზუსტად განვსაჯო ის, რისი შეთავაზებაც მისთვის შემიძლია. ასე რომ, ჯერ არ მსურს ფუჭი საუბრით მისი ნდობა დავკარგო.”
“მესისთან და სხვა ბევრ ფეხბურთელებთან კონტაქტი მხოლოდ პირადული მიზეზების გამო მქონდა და მათ “ბარსელონურ” მომავალზე ჯერ არ მისაუბრია. მესის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, “ბარსელონადან” ბევრი დიდებული ფეხბურთელი წავიდა და თან მათი საუკეთეოს მომენტები აქ დარჩა კიდეც, მაგრამ ლეოს შემთხვევა განსაკუთრებულია. ის არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო და სწორედ ამიტომაა მის მიმართ ნებისმიერი საკითხი უფრო სენსიტიური.”
“რაც შეეხება ნეიმარისა და ჰოლანდის ტრანსფერებს, მე მხოლოდ ამჟამინდელ ფეხბურთელებზე და მათი მოტივაციის ამაღლებაზე ვფიქრობ. “ბარსას” თაობათა ცვლის პერიოდი აქამდე არ ჰქონია. ჩვენ კლუბი ძალიან მაღალ დონეზე დავტოვეთ, ახლა კი იმის ყურება თუ როგორ თამაშობს მესი “სან მამესზე” და როგორ ერთობა ის პედრისთან ერთად სასიამოვნო გრძნობის მომგვრელია.”
“არაუხო, მინგესა და რიკი უკვე აწმყოა. პიკე და რობერტო კი ანსუსთან ერთად სულ მალე დაბრუნდებიან.”
“იმედი მაქვს, რომ კლუბის 125 წლის იუბილეს ახალ “კამპ ნოუზე”, მესისთან ერთად აღვნიშნავთ, თუმცა ეს მარტივი არ იქნება, რადგან სტადიონის რეაბილიტაციას სულ მცირე 2 წელი დასჭირდება.”
“რატომ შემიძლია მე მესის დარწმუნება? იმიტომ რომ, მაქვს ყველაზე მეტი გამოცდილება, სანდოობა და გამბედაობა. სიამაყის გრძნობას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ლეოს თქმით, მე რასაც დავპირდი, ის შევუსრულე კიდეც.”
ერთი ნოუ კამპის რეაბილიტაცია არ მომწონს, არ მეგონა ლაპორტაც თუ აპირებდა, ეკარგება საფირმო იერი
ძალიან მაგარი ადამიანი რომელსაც გულში ყავს ბარსელონა, იმედია მოიგებ და შეასრულებ ყველაფერს რასაც არამარტო კლუბს არამედ ჩვენც გვპირდები
კაი გეგმები აქ როგორც ყველას მარა იმედი მაქ ეს მეტს შ3ძლებს. და ეს მოვა .
მთავარია ძველი შეცდომები აღარ გაიმეორო და ყველაფერი კარგად იქნება.
მჯერა რომ მესის დასატოვებლად მაქსიმუმს გააკეთებს და მაქსიმალურად შეეცდება მის დატოვებას.ის ერთადერთი კანდიდატია რომლის მოსვლის შემდეგაც გუნდი კრიზისსაც დაძლევს და სიტუაციაც თანდათან შეიცვლება უკეთესობისკენ.