workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ შეიცვალა “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები?

როგორ შეიცვალა “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები?

Transfermakt-მა ცოტა ხნის წინ “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ფასები გამოაქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, ზოგიერთ ფეხბურთელს ფასი საგრძნობლად გაეზარდა, ზოგს კი – პირიქით, შეუმცირდა.

მეორე გუნდის ძირითადი მეკარის, არნაუ ტენასის ღირებულება ერთბაშად სამჯერ, 500 ათასი ევროდან, 1.5 მილიონამდე გაიზარდა.

მილიონიან ნიშნულს მიაღწია ცენტრალური მცველის, არნაუ კომასის, საბაზრო ღირებულებემაც, რომლის ძველი ფასი ტენასის მსგავსად 500 ათასი იყო.

ჩამშლელი ნახევარმცველის, ხანდრო ორელანას, ფასი 4-ჯერ, 500 ათასიდან 2 მილიონამდეა გაზრდილი.

შედარებით მცირედით მოიმატა მარცხენა მცველების, ალეხანდრო ბალდეს, მიკა მარმოლის, ასევე ალვარო სანცისა და ნიკო გონსალესის ფასმაც. Transfermarkt-ის მიხედვით, მათი ღირებულება 300 ათასით გაიზარდა და ახლა 500 ათასია. 

გაზრდის ნაცვლად, შემცირდა ორიოლ ბუსკეტსის, მატეუს პერეირასა და გუსტავო მაიას საბაზრო ღირებულება. პირველი მათგანის ფასი ახლა 2 მილიონი ევროა (500 ათასით ნაკლები), მეორის – 500 ათასი (შემცირდა ამდენივეთი) და უკანასკნელის კი ბუსკეტსისნაირად 2 მილიონი (შემცირდა 1 მილიონით).

გაზრდილი განაცხადის და ხშირი ტრავმიანობის გამო, რონალდ კუმანი “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელებს პირველ გუნდში თამაშის შანსს ხშირად აძლევს, რის გამოც მათი სატრანსფერო ფასი საგრძნობლად იმატებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • ბასქუ10
    schedule 09 იან 2021, 10:38

    კარგია პირველ გუნდში ხაირად რომ იძახებს ფეხბურთელებს, ჯერ მარტო რამხელაა მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის და ლაპორტას მოსვლის შემდეგ ლა მასიაზე გაკეთდება აქცენტი და რომელი ფეხბურთელს მოუწევს დაწინაურება ვინ იცის ამიტომ მათაც მაქსიმუმი უნდა გაიღონ და იბრძოლონ

  • C.PC5
    schedule 08 იან 2021, 23:19

    მაია ბართომეუს კიდევ ერთი დანატოვარია, ვერც მაგან გაამართლა.

    ციტატა: Memphis Depay
    ბერნალეოზე წელს უნდა მოვისაქმოთ, მომენატრა რაღაც 😂


    მესი იზამს მაგ საქმეს ასე მგონია😃. რამდენი ხანია რეალის კარი არ დაუბომბავს, თან ეს ორჯერ წაგებაც ძაან გააცოფებდა.

  • Memphis Depay
    schedule 08 იან 2021, 22:39

    ბერნალეოზე წელს უნდა მოვისაქმოთ, მომენატრა რაღაც 😂

  • Albicelecte
    schedule 08 იან 2021, 22:25

    მაია ქალთა გუნდში რომ გადაიყვანონ?! smiley barca-6

  • BEQA BARCA
    schedule 08 იან 2021, 22:11

    მაია რომ იყიდეს შარშან ვერ გაამართლა როგორც ჩანს. არადა მახსოვს კარგად თამაშობდა.