იოჰან კრუიფის მწვრთნელობის დროინდელი “ბარსა” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება. ნიდერლანდელის “ოცნების” გუნდმა 1991-1994 წლებში ლა ლიგა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო, მაგრამ პერიოდულად იყო დაუჯერებელი ჩავარდნებიც.
ერთ-ერთი ასეთია 1990/91 წლების სეზონში კადისში გამართული შეხვედრა, რომელშიც სუბისარეტას, კუმანისა და ლაუდრუპის “ბარსელონა” 0-4 განადგურდა.
ლა ლიგის ის გათამაშება “ბარსამ” დამაჯერებლად მოიგო, “კადისს” კი პრიმერაში დარჩენისთვის ფლეი ოფის თამაში და თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება დასჭრდა.
დღეს “ბარსელონა” “კადისს” 15 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწვევა.



ველოდები მესი პელეს რეკორდს როდის დაამხობს.არ გამოვრიცხავ რომ ამ მატჩშივე მოხდეს.
ჩვენ 5 უნდა შევუგდოთ
დღეს პირიქით იქნება