workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუს “ბარსელონასთან” თამაში გამოირიცხა

რონალდუს “ბარსელონასთან” თამაში გამოირიცხა

კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 28 ოქტომბერს “ბარსელონას” წინააღმდეგ მისი თამაში გამორიცხულია.

კრიშტიანუს კორონავირუსი 13 ოქტომბერს დაუდასტურდა. მალევე გაირკვა, რა შემთხვევაში შეძლებდა ის “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშს. UEFA-ს წესების თანახმად, აუცილებელია, რომ კორონავირუსით დაავადებულ ფეხბურთელს ტესტი თამაშამდე 1 კვირით ადრე ჩაუტარდეს და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, მას მოედანზე გასვლის უფლება ექნება.

თამაში 28 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ერთი კვირით ადრე, ანუ გუშინ, პორტუგალიელმა ტესტი ჩაიტარა. არაერთი სპორტული გამოცემის, მათ შორის Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტესტზე პასუხი კვლავ დადებითია, ანუ რონალდუ თამაშს გამოტოვებს.

კრიშტიანუ რონალდუს “ბარსელონას” წინააღმდეგ 33-ჯერ უთამაშია. მის ანგარიშზე 9 მოგება, 9 ფრე, 15 წაგება, 18 გოლი, 11 ყვითელი და 1 წითელი ბარათია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • duggu
    schedule 22 ოქტ 2020, 17:11
    #6

    ციტატა: nikusha
    კიდეკაი მაინც არაუხო იდგება ძირითადში რადგან პიკე არ იქნება და გაგვიმართლა მაგრად

    პიკე რო ყოფილიყო აი მაშინ გაგვიმართლებდა რო არ წაგვეგო… მე ასე უფრო მგონია

  • GioKakiashvili
    schedule 22 ოქტ 2020, 17:09
    #5

    არადა გუშინ წავიკითხე რომ ითამაშებსო მოირჩინაო რასარგაიგებ დდდ გამიტყდა მაგრად არაუშავს ნოუკამპზე გვესტუმრება

  • BARCELONA FOREVER
    schedule 22 ოქტ 2020, 17:03
    #4

    ეჰ ცუდია ძან არადა როგორ მინდოდა ამის და მესის ჯახი მარა კაი არაუშავს შემდეგში ვნახავთ ბარსა მგონია მოუგებს ორივე იგრას და ვაბშე 18 ქულა უნდა ავიღოთ 😀

  • barca`barca
    schedule 22 ოქტ 2020, 16:40
    #3

    Cudiaa 🙁

  • alen halilovic
    schedule 22 ოქტ 2020, 16:27
    #2

    ტეხავს

  • nikusha
    schedule 22 ოქტ 2020, 16:10
    #1

    კიდეკაი მაინც არაუხო იდგება ძირითადში რადგან პიკე არ იქნება და გაგვიმართლა მაგრად