workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საშინაო მარცხი “შახტართან” – “რეალი” “კლასიკოს” ძალიან ცუდი განწყობით ხვდება

საშინაო მარცხი “შახტართან” – “რეალი” “კლასიკოს” ძალიან ცუდი განწყობით ხვდება

მადრიდის “რეალი” 3 დღეში გასამართ “ელ კლასიკოს” ცუდი განწყობით ხვდება. “სამეფო კლუბმა” “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ ვერც ძალები დაზოგა და შედეგიც მიუღებელი დააფიქსირა.

წელიწადზე მეტია “რეალს” ზედიზედ 2 საშინაო თამაში არ წაუგია, ახლა კი, “კადისთან” ლა ლიგაში მარცხს ზინედინ ზიდანის გუნდმა “შახტართან” ჩემპიონთა ლიგაზე წაგება მოაყოლა.

მადრიდელებმა კატასტროფული პირველი ტაიმი ჩაატარეს და შესვენებაზე უკვე 0-3 აგებდნენ. მე-2 ტაიმში ლუკა მოდრიჩმა და შეცვლაზე შესულმა ვინიციუსმა 2 ბურთი გაქვითეს, მაგრამ ეს საკმარისი ქულისთვისაც კი არ აღმოჩნდა.

ჯგუფის აუტსაიდერთან საშინაო მარცხი, რომელსაც წინ ლა ლიგის უსახელო გუნდთან ასევე საშინაო წაგება უძღოდა, “კლასიკოს” წინ კარგი განწყობის საშუალება ნამდვილად არ იძლევა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • o.dembele11
    schedule 21 ოქტ 2020, 23:31
    #8

    აღარ დაუდეს ვითომ პენალი? იმიტო ვერ მოიგეს

  • Aron ralston
    schedule 21 ოქტ 2020, 23:08
    #7

    ციტატა: CHEPE
    არექნება თქო იოლი თამაშები რეალს ლიგაზე თქო ვამბობდი არცერთი კლუბი არაა ხელწამოსაკრავი ლიგაზე ყველა იხევა ფაშზე იქ თუ ინტერი მილანთან აგებს ლიგაზე სხვანაირად თამაშობს ბოლობოლო ამ შახტარს გადაურბინა 5:0 ევროპაზე…
    და მგონი კიდე სახლში წაგებები ზედიზედ კლასიკო ქონდა რეალს კოპაზე 0:3 და ლალიგაში 0:1 რაკიტიჩის გოლი😃😃😃


    მოკლედ რეალს ყველა მატჩი ექნება მოსაგები ჯგუფში და არამგონია ყველა მოიგოს განსაკუთრებით ინტერის იმედი მაქვს რომ გაამწარებს რეალს

  • B-L-A-U-G-R-A-N-A
    schedule 21 ოქტ 2020, 23:04
    #6

    ეჰ სუა სუა❤️ როგორ დავიჯერო, რომ სათადარიგოდან მისი ჩართვები არ იქნებოდა პროდუქტიული

  • BARCELONA FOREVER
    schedule 21 ოქტ 2020, 23:02
    #5

    Don Leo,
    მეც მგონია მიმიმუმ არ წააგებს ატლეტიკო ამ იგრას მარა რავიცი რასაც ვფიქრობ პირიქით ხდება ხოლმე და😀

  • Don Leo
    schedule 21 ოქტ 2020, 22:59
    #4

    BARCELONA FOREVER,
    მე პირადად მგონია ჩოლო მოუყუმარებს ისევე როგორც ლიველპულს გაუკეთაა

    რალმა ჯჰუფში ყველაზე სუსტთან წააგო ასე რომ კაი თამაშები წავა აწე ამ ჯგუფშიი

  • Amaterasu
    schedule 21 ოქტ 2020, 22:57
    #3

    მოიცა კაცო 3-3 არ მორჩა? უი გაუუქმებიათ გოლი

  • Aron ralston
    schedule 21 ოქტ 2020, 22:57
    #2

    რას ფიქრობთ ჩარჩება რეალო ჯგუფში? 😳😂

  • BARCELONA FOREVER
    schedule 21 ოქტ 2020, 22:54
    #1

    ისე სასტავ ბაიერნი ატლეტიკოს რას ფიქრობთ 😀