“ბაიერნთან” გამანადგურებელი ანგარიშით (2-8) მარცხის შემდეგ, ალბათ ეჭვი აღარავის ეპარება, რომ კიკე სეტიენს დაკავებული პოსტიდან მალევე გაათავისუფლებენ.
Cadena SER-ის ჟუნრალისტის, სიკე როდრიგესის ინფორმაციით, კატალონიელთა პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ არგენტინელ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს ამ კვირაში შეხვდება და კლუბის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით დაელაპარაკება. ცნობილია, რომ “ბარსა” მაურისიოს დაყოლიებაზე უკვე კვირებია მუშაობს.
შეგახსენებთ, პოჩეტინოს გარდა, ჩავი ერნანდესის კანდიდატურაც განიხილება, რომელიც ამჟამად ყატარულ “ალ-სადს” წვრთნის. თუმცა, უმთავრეს ვარიანტად არგენტინელი სპეციალისტი განიხილება.



რას შეხვდება, ვინ კითხავს ამას. უნდა გადადგესო და თან ისევ მწვრთნელს ნიშნავს თავის ჭკუაზე?
ეგ გვინდა თუ არა, მეორე საკითხია. პირველი ბართოს გადადგომაა და უნდა გადადგეს ანუ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, და ახალი მწვრთნელის კანდიდატურაც ახალმა პრეზიდენტმა და მისმა ჯგუფმა ფეხბურთელებთან ერთად გადაწყვიტონ.
აი მორიგი სიბოროტე კლუბის წინაშე… ბარემ მოურინიო მოიყვანეთ რომ ბოლომდე
@#₾&£€$ და დაიჯეროთ, რომ ბარსელონას ქოცები მართავენ და სპეციალურად ანგრევენ გუნდს.
პოჩეტინოს დიდი მწვრთნელობა არ გაიშვას 😏რატომ, აიაქსთან რომ ერთ მოთამაშეს დააკუკა იღბალმა?! დარწმუნებული ვარ იგივე ხალხი ითხოვთ პოჩეტინოს, ვინც ე.წ. კოუს, დემბუზას, ვალიკოს და პოგბას ითხოვდით. მოდებაში არ ხართ.