workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
WhoScored აზრს არ იცვლის – მესი ისევ საუკეთესოა

WhoScored აზრს არ იცვლის – მესი ისევ საუკეთესოა

საფეხბურთო სტატისტიკის მწარმოებელმა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პორტალმა, WhoScored-მა, 2019/20 წლების სეზონის ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი შეაჯამა და ტრადიციულ დასკვნამდე მივიდა – ლიონელ მესი ისევ საუკეთესო იყო.

“ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლა ლიგის განვლილ გათამაშებაში, შესაძლო 10 ქულიდან 8.71 ქულა მიიღო. მე-2 ადგილზე, 8.14 ქულით, კილიან მბაპე გავიდა, რომელსაც რობერტ ლევანდოვსკი (8.13), კევინ დე ბრუინი (7.97) და კრიშტიანუ რონალდუ (7.92) მოსდევენ.

ლიონელ მესის შედეგები ასეთი იყო: 25 გოლი (მე-5 საუკეთესო შედეგი), 21 საგოლე პასი (საუკეთესო შედეგი), საშუალოდ 4.8 დარტყმა თამაშში (მე-2 შედეგი), საშუალოდ 2.7 key პასი თამაშში (მე-6 შედეგი), საშუალოდ 5.5 წარმატებული დრიბლინგი თამაშში (საუკეთესო შედეგი).

WhoScored ევროპის წამყვანი ჩემპიონატების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 2010 წლიდან ავლენს. 11 გათამაშებიდან 9-ჯერ საუკეთესო მესი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მხოლოდ 2013/14 და 2016/17 წლებში დათმო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • JUZI
    schedule 05 აგვ 2020, 18:17
    #2

    სანამ ითამაშებს სულ ასეც იქნება.

  • M10 S9 D11
    schedule 05 აგვ 2020, 17:57
    #1

    შეუდარებელია