workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტუან გრიზმანს ბოდიშს არ მოვუხდი – კიკე სეტიენი

ანტუან გრიზმანს ბოდიშს არ მოვუხდი – კიკე სეტიენი

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი “ატლეტიკოსთან” მატჩის (2-2) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს.

სპეციალისტმა კითხვას, თუ რა მოხდა ორშაბათს ჟოზეპ მარია ბართომეუსთან შეხვდრისას, თავი აარიდა, თუმცა განაცხადა, რომ მოთამაშეები მის გვერდით დგანან:

“დიახ, ცხადია, რომ ჩემი ფეხბურთელებისაგან მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც ძალიან მაძლიერებს”.

რიკი პუჩი? შესანიშნავად გამოიყურებოდა. მას კარგად ესმის, თუ გუნდი და გულშემატკივრები რას მოითხოვენ. ახალგაზრდა ნახევარმცველმა საოცარი საღამო ჩაატარა.

ლეო მესის მე-700 გოლი კარიერაში? ალბათ, დარჩენილი კარიერის განმავლობაში ამდენივეს ვეღარ გაიტანს, თუმცა ის ჩვენს გაკვირვებას განაგრძობს. თუმცა, ასეთი დონის ფეხბურთელისაგან არასდროს იცი, რას უნდა მოელოდე.

ანტუან გრიზმანის მცირე სათამაშო დრო? ვხვდები, რომ ეს ფრანგისათვის რთულია. მასთან საუბარს ხვალ ვაპირებ, თუმცა გვიან შემოყვანის გამო, ბოდიშს არ მოვიხდი. მესმის, რომ, შესაძლოა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა მის გამო მეც ვწუხვარ”, – აცხადებს კიკე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • Albicelecte
    schedule 01 ივლ 2020, 14:37

    გრიზმანთან დაკავშირებით არ ცდება
    ვერ გაამართლა, ვერ ითამაშა და ვერ გაიტანა საჭირო გოლები, რითა გამარჯვებას მოიპოვებდა გუნდი, ვერ გაამწვავა გუნდის შეტევები და ვერ გახადა უფრო სახიფათო და აგრესიული

    შემოეყვანა 30 წუთით ადრე? რას იზამდა? ვერაფერს…
    ბრაითვაიტს სულ არ უთამაშია, მასაც მოუხადოს ბოდიში?
    ანსუ რომ შემოეყვანა 30 წუთით ადრე და ეს დაეტოვებინა სკამზე, უფრო უპატივცემლობა იქნებოდა
    არადა ანსუზე მეტი არაფერი გაუკეთებია ამ სეზონში, გადავხედოთ სატამაშო დროს და მივხვდებით
    მაგისი ბრალი არაა, არასწორ დროს არასწორ ადგილას მოხვდა
    პრეზიდენტის,სპორტული დირექტორის და სელექციონერების ბრალია, კიდევ ცხვირა ვალვერდესი, ვერ ამოიღო ხმა? ვერ თქვა, რომ ბარსაში რომ მოგყავთ ეს პატიოსანი კაცი, სად უნდა დააყენოთ, სად უნდა ათამაშოთო?

    ეგ იგივეა, საზაფხულოდ ორიგინალი "ნორდ ფეისის" დუტის ქურთუკი რომ იყიდო და მერე იწუწუნო, ამ სეზონზე არ გამომადგაო, რადგან თბილისშI ივლის-აგვისტოში ვრ ჩაიცვი 😂 😄
    ანტუანი გასაყიდია და კარგ გუნდისკენ უნდა დავულოცოთ გზა
    კიკე კიდევ წასულია ცალი ფეხით, მადლობა რაც იმუშავა და ბოდიში იმისთვის, რომ გაუგებრობაში აღმოჩნდა