რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონის (რანგით მე-3 დივიზიონი) ფლეი ოფების წილისყრა გაიმართა, რომელმაც პირველ ეტაპზე “ბარსელონა ბ-ს” მეტოქე გამოავლინა.
ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა კატალონიელები “ვალიადოლიდს” დაუპირისპირდებიან. ერთმატჩიანი ფლეი ოფი 19 ივლისს, მალაგაში გაიმართება.
გარსია პიმიენატას მიერ გაწვრთნილ “ბარსა ბ-ს” სეგუნდა დივიზიონში (რანგით მე-2 დივიზიონი) აღზევების კარგი შანსი აქვს, ამისთვის კი ფლეი ოფის 2 ეტაპის წარმატებით დაძლევაა საჭირო.
თუ “ბარსა ბ” ზედა დივიზიონში გადავიდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს უფრო მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მიეცემათ, რაც მათ უკეთ განავითარებს.
19 ივლისს ლა ლიგის ბოლო ტურია ჩანიშნული. თუ “ალავესთან” მატჩში პირველ გუნდს სატურნირო მოტივაცია არ ექნება, დიდი ალბათბით, “ბარსა ბ-ს” რიკი პუჩი და ანსუ ფატიც დაეხმარებიან.





ისედაც გაძლებს გუნდი ფატი პუჩის გარეშე. პირველი გუნდი თორე ბარსა ბ -ეს ჭირდება ორივე. უეჭველი უნდა ამოიწიონ თორე ძაან ჭ კლასია სეგუნდა და მერე ბ თან. ზოგიერთი გუნდის სტადიონი უბნის ატალახებულ სტადიონს გავს
მიდით ბიჭებო აბა თქვენ იცით
არტურმა ფოტო დაულაიქა კრიშტიანუს
მოკლედ ბართომეუ შენი ჯიშ ჯილაგი
აბა თქვენ იცით ბიჭებო იმედია გადახვალთ მეორე ლიგაზე