workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე იონგმა მცირე დისკომფორტი იგრძნო – კიკე სეტიენი

დე იონგმა მცირე დისკომფორტი იგრძნო – კიკე სეტიენი

ლა ლიგის 28-ე ტურის წარმატებით დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი ჟურნალისტებთან საუბრობს:

“ვეცდებით, რომ ყველა ფეხბურთელი ფოკუსირებული მხოლოდ თამაშზე იყოს. მატჩის წინ მათ თავი მზად უნდა იგრძნონ.
ლუის სუარესი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. სეზონის ამგვარი განახლება როგორც მისთვის, ისე მთელი გუნდისთვის აუცილებელი იყო. ურუგვაელისგან ბევრად ნაკლებს მოველოდით, რადგან დიდი ხანი არ ჰქონდა ნათამაშები. 

დე იონგმა მცირე დისკომფორტი იგრძნო, თუმცა სერიოზული არაფერი ჩანს.

დღეს გადავწყვიტე, არტურო ვიდალი სასტარტო თერთმეტეულში დამეყენებინა, თუმცა “ლეგანესთან” სხვა შემადგენლობით გამოვალ. ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს. 

რონალდ არაუხომ დიდებული თამაში გვაჩვენა, ბრეითუეიტისათვის კი გატანილი გოლი მნიშვნელოვანი იყო.

“მალიორკას” სათამაშო მომენტები მივეცით, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენი ჩატარებული პერფორმანსით კმაყოფილი ვარ“, – აცხადებს თავკაცი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • philipe coutinho
    schedule 14 ივნ 2020, 12:12

    ციტატა: M10 S9 D11
    იმედია ტრამვა არ აიკიდა და ლეგანესთან გვეყოლება


    ტრამვაც რომ არ იყოს ლეგანესთან უნდა დაასვენოს ჩემი აზრით, ფრენკის გარეშეც მოვუგებთ ლეგანესს და შემდეგ უფრო რთული მატჩები გველის და იქ ძაან დაგვჭირდება ფრენკი…ლეგანესთან ნეტო კარში და ტერშტეგენი ფრენკის ადგილას კაცმა 64 ზუსტი პასი გააკეთა გუშინ 😂

  • Pique_3
    schedule 14 ივნ 2020, 11:34

    რაც ბარსელონაში გადმოვიდა ფრენკი,ეს მისი საუკეთესი მატჩი იყო❤

  • BEQA BARCA
    schedule 14 ივნ 2020, 11:09

    რომ არა ფრენკი პირველი გოლი არ გავიდოდა. ისე ალბამაც როგორ ზისტად დაუჯინა თავზე ვიდალს.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 14 ივნ 2020, 08:29

    ძაან მაგარი იყო ფრენკი.

  • M10 S9 D11
    schedule 14 ივნ 2020, 08:03

    იმედია ტრამვა არ აიკიდა და ლეგანესთან გვეყოლება

  • philipe coutinho
    schedule 14 ივნ 2020, 07:04

    იმედია სერიოზული არაფერია