“ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელი, არტურ მელო მის გარშემო აგორებულ ჭორებს ეხმაურება.
“სპეკულაციები ყოველთვისაა, თუმცა ჩემი განზრახვა ნამდვილად ნათელია – მე მხოლოდ “ბარსაში” დარჩენა მსურს.
აქ კარგად ვასპარეზობ და თავს მშვიდად ვგრძნობ. კლუბისა და სამწვრთნელო შტაბის მადლიერი ვარ. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც დარჩენა მინდა.
სხვა გუნდების მხირდან ინტერესი ყოველთვის პოზიტიურია, თუმცა ახლა ამაზე არ ვფიქრობ. “ბარსელონას” არის ადგილი, სადაც ყოფნა ყოველთვის მსურდა და ყველაფერზე მეტად აქ კიდევ დიდი ხნით დარჩენაზე ვოცნებობ.
ქალაქსა და კლუბში თავს ყოველდღე უფრო და უფრო უკეთესად ვგრძნობ. ასევე ფანების კულტურა ძალიან მიყვარს, ისინი მუდამ მხარს მიჭერენ”, – ციტირებს არტურის სიტყვებს Marca.
ამ სეზონში ბრაზილიელმა, ყველა ტურნირის ეგიდით, 23 მატჩში 4 გოლი და ამდენივე ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ი მას 56 მილიონ ევროდ აფასებს.
Puigi, arturi, frenki, busi, kou,da roberto. Es bichebi nax dacvashi daabalanseben (gamocdilebi, dziritadis, da momavlis) gunds ise ro arc guli dawydeba arcert matgans. Gamocdilebasac gauziareben busu da roberto, dziritads tavistavad ufro mets frenki-arturi-kou itamasheben (ver gauqachaven busi da roberto dro da dro ukve) ager puigi wamoeweva da daghvindeba. Mgoni es nax dacva ajobebs yvelas. Danarcheni gaiyidos.
უნდა დარჩეს არტური.
ვინც გაგიშვას იმის კუბო დავდგი 😀
არც არავინ გიშვებს მერე გაზეთების ნაბოდვარის კიდე არავის სჯერა