“კამპ ნოუზე” “რეალ სოსიედადის” დამარცხების შემდეგ, კიკე სეტიენის გუნდს ძალების აღდგენისთვის საკმაო დრო აქვს – მომდევნო კვირის დასაწყისში, კატალონიელები “მალიორკასთან” შესახვედრად მოემზადებიან.
“ესტადი დე სონ მოისზე”, “ბარსას”, 2012/13 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია: “მალიორკა” ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში დაბრუნდა და ახლა, 28-ე ტურის წინ, გასავარდნ ზონაშია. მე-17 პოზიციაზე მყოფ “სელტასთან” სხვაობა 1 ქულაა.
შეხვდება თუ არა “ბარსელონა” მატჩს ჩემპიონატის ლიდერის რანგში, ეს ამაღამ გაირკვევა – თუ “რეალი” “ბეტისს” სტუმრად ვერ მოუგებს, პირველი ადგილი “ბარსას” შეუნარჩუნდება.
წარმოგიდგენთ კვირის განრიგს კატალონიური გუნდისთვის:
ორშაბათი
დასვენების დღე
სამშაბათი
ვარჯიში – 18:00 (თბილისის დროით 21:00)
ოთხშაბათი
ვარჯიში – 11:00 (თბილისის დროით 14:00)
ხუთშაბათი
ვარჯიში – 11:00 (14:00)
პარასკევი
ვარჯიში – 17:00 (20:00)
შაბათი
მალიორკა-ბარსელონა – 18:30 (21:30)
კვირა
ვარჯიში – 11:00 (14:00)




ანუ დღეში ერთელ ვარჯიშობენ? არ გადაიტვირთონ ნამეტანი.
nikusha,
უწია ცოდვებმა
იღბალი რა შუაშია ? ორი გოლი გაუტანეს და პლუს კურტუამ პენალი მოიგერია, რა იღბალზე საუბრობ ? დირკშტეგენი რომ ყოლოდა რეალს კარში ალბათ წააგებდნენ. ვაღიაროთ მათ უკეთესი გუნდი ყავთ ვიდრე ჩვენ, ყველა პოზიციაზე გვჯობნიან
მერე ვინ ამბობს როარყავს უბრალოდ იღბალი ფაქტიურად მაგათ მხარესაა
იღბალი რა შუაშია ? ორი გოლი გაუტანეს და პლუს კურტუამ პენალი მოიგერია, რა იღბალზე საუბრობ ? დირკშტეგენი რომ ყოლოდა რეალს კარში ალბათ წააგებდნენ. ვაღიაროთ მათ უკეთესი გუნდი ყავთ ვიდრე ჩვენ, ყველა პოზიციაზე გვჯობნიან
ამ თვეში სახლში თამაში ვაბშე არ უწევთ 😀
სამეფო კლუბმა სამეფო იღბალით მოიგო😎
მინო რაიოლას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
მინო რაიოლა თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებული პერსონაა, იგი მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტია. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი აგენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ცნობილი გამოცემა “Gazzetta dello Sport”-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მინო რაიოლა დღეს, 12 იანვარს, იტალიაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას საავადმყოფოდან ჯერჯერობით ვერ გაწერენ, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მას ესაჭიროება ექიმების ზედამხედველობა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იტალიელები არ ასაჯაროვებენ მიზეზს, თუ რა გახდა საფეხბურთო სამყაროს N1 აგენტის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი.
ეს ინფორმაცია უკვე ცნობილია ერლინგ ჰოლანდის, პოლ პოგბასთვის, ედენ აზარის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მატიეს დე ლიხტისთვის, რომლებიც შოკირებულები არიან მომხდარით. სწორედ ამ სუპერვარსკვლავების აგენტია იტალიელი – მინო რაიოლა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ძალიან დატვირთულია, თუმცა მას მოუწევს დროებით შეაჩეროს საკუთარი საქმიანობა, ჯანმრთელობის მწვავე გაუარესების გამო.
ინფორმაცია განახლებადია…
https://www.live.ge/fexburti/mino-raiolas-janmrthelobis-mdgomareoba-kritikulia/?fbclid=IwAR1sQcpSX2WIqaqfAF32en9aYVkyB4qLcZPWNOvcdSk1Dj0zeuT2ynxTFt4
გუნდი ნოუ კამპს მოწყვიტეს რასაც ქვია.
რა უაზრობა, მოკლედ ლა ლიგა გაფარჩსკებულია რა , გუნდს 12 ში ჰქონდა ბოლო თამაში და 8 დღე დასვენება მოუწია, მერე კი სამ დღეში უწევთ თამაში, ძაან უაზრო განრიგებია, თან რაიოსთან თამაშის გადადება მოუწიათ რადგან აჯდებოდა პირდაპირ ბილბაოსთან თამაშს, მერე ის იქნება უდროო დროს, მოწესრიგებული არაა რა, ბენდეს ლიგის დონებდა გააფარჩაკეს ლიგა
ბაიერნი რამდენს ისვენებს მაინტერესებს.
დასვენება ორი დღე და მერე სულ ვარჯიში
კატალონიელები მომდევნო კვირაში 4-ჯერ ივარჯიშებენ…
რა ამბავია, ყოველ მეორე დღეს ვარჯიშები, კლაავთ ხალხს?…
გრძელი დასვენება უწევთ