მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ატლეტიკო” უარზეა – “ბარსელონას” სრული თანხა არ გადაუხდია

“ატლეტიკო” უარზეა – “ბარსელონას” სრული თანხა არ გადაუხდია

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა გადაიხადა, მადრიდის “ატლეტიკო” მიიჩნევს, რომ ტრანსფერი ჯერ არ დასრულებულა.

გთავაზობთ მადრიდული კლუბის ოფიციალურ განცხადებას:

“ანტუან გრიზმანის ადვოკატი ლა ლიგის სათაო ოფისში გამოცხადდა იმისათვის, რომ კონტრაქტი ცანლხმრივად გაეწყვიტა. “ბარსელონამ” კი ფეხბურთელის გამოსასყიდად 120 მილიონი ევრო გადაიხადა.

მადრიდის “ატლეტიკოს” მიაჩნია, რომ გადახდილი თანხა ფეხბურთელის გამოსასყიდად საკმარისი არაა, რადგან “ბარსელონასა” და ფეხბურთელს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როდესაც გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო. გამოსასყიდი თანხის შემცირებამდე გაკეთდა ფეხბურთელის მხრიდან განცხადებაც, რომლითაც მან ჩვენი კლუბის დატოვების გადაწყვეტილება გააჟღერა. ეს 14 მაისს მოხდა.

მადრიდის “ატლეტიკოს” მიაჩნია, რომ კონტრაქტი გაწყვეტა გასული სეზონის ბოლოს მოხდა და შესაბამისად, თავისი უფლებების დასაცავად სამართლებრივი გზების ძებნას უკვე შეუდგა.”

მიმდინარე წლის პირველ ივლსიამდე გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო, პირველი ივლისის შემდეგ კი 120 მილიონამდე შემცირდა. ვინაიდან “ბარსელონა” და გრიზმანი ივლისამდე შეთანხმდნენ, “ატლეტიკოს” მიაჩნია, რომ “ბარსამ” 200 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, იმის მიუხედავად, რომ ანტუანის გამოსყიდვა დღეს მოხდა, როდესაც თანხა 120 მილიონს შეადგენდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (16)

  • Albicelecte
    schedule 12 ივლ 2019, 21:53

    ანუ ეხლა ფულის გამოძალვის მცდელობები და რამე?!?!?! laughing stuck_out_tongue_winking_eye
    ატლეტიკოს ვურჩევ, რომ ჟოაო ფელიშს დაეხმაროს განვითარებაში, 4-5 წელში მოვაკითხავთ მერე…

  • Bola
    schedule 12 ივლ 2019, 21:47

    ბოდიალობენ ეხლაა.. ხო იციან ვერ მოიგებენ და რას ართულებენ საქმეს

  • King arturo
    schedule 12 ივლ 2019, 21:46

    მაღალი დონის ფეხბურთელია გრიზმანი და ამასთან ერთად ტიტულებს მოწყურებული. უნდა გაამართლოს წესით, ნეიმარიც თუ დავიმატეთ ვაფშე კამფეტი იქნება. მადრიდის ხვნა უნდა გაგრძელდეს, დალშე მგონი ტრებლის დრო მართლა მოვიდა. იმისთანა სასტავი გვყავს, რომ ვალვერდეც კი ვერაფერს გააწყობს. ერთადერთი პრობლემა ტრავმები შეიძლება იყოს, მარა რესურსი საკმარისზე მეტი გვექნება მომდევნო სეზონში.

  • Marlboroo
    schedule 12 ივლ 2019, 21:46

    აქ ვიღაცამ გააჟღერა რონალდოს ბულკიო მოიყვანესო. და გრიზმანის ბულკი რო მოგყავთ მანჩესტერიდან მაგაზე რას იტყვით ეხლა არ მითხრათ საგრანგეთში პოგბა გრიზის ბულკი არ არისო?? 😂😂

  • Alien messi
    schedule 12 ივლ 2019, 21:31

    ციტატა: CHEPE
    მგონი ტრიო კიარა მალე ბარსას შეტევა იქნება კვარტეტი😅😅😅😅😅😅


    ბაზარი არაა sweat_smile

    ციტატა: griezmannn
    გული მიგრძნობს რო 80 მილიონს კიდე დაამატებინებენ და ვაი ამათ პატრონს


    გამორიცხულია ეგეთი დებილიც არ არის აჩკარიკა

  • M10 S9 D11
    schedule 12 ივლ 2019, 21:28

    ესენი ვერ არიან შეთანხმებას გრიზმანთან მიაღწიეს და არა ატლეტიკოსთან რა უკანალი ეწვით ამათ ვერ გავიგე ჯერ ერთი მაგას სულ რო ნაკერავზე გაიხნენ მაინც ვერ დაამტკიცებენ რო ბარსა და გრიზანი მარტში შეთანხმდენ საბუთი არ არსებობს სიტყვიერი შეთანხმების გამო რამოსი ვერ მოჭამონ ბარსას და დავუშვათ რო საბუთი გამოჩნდა ამით ატლეტიკოს რა რო? გრიზმანთან შეთანხმდენ და რა მნიშვნელობა აქვს მაშინ რამდენი იყო გრიზის გამოსასყიდი ატლეტიკოსთან ხომ არ შეთანხმებულან რო 200 მილიონად გამოვისყიდითო?

  • temo24
    schedule 12 ივლ 2019, 21:05

    შიგ აქვთ და გარეთ ეძებენ რა 200 მილიონი???

  • king artthur
    schedule 12 ივლ 2019, 20:50

    ტერ შტეგენი-პიკე, უმტიტი, სემედუ, ალბა-ბუსკეტსი, დე იონგი/არტური-მესი-გრიზმანი, ნეიმარი-სუარესი.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 12 ივლ 2019, 20:39

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Mishka
    Oficialurad barcelonam ronaldos bulki iyida bevri geyidat masetebi


    ნახევარი სამყარო რონალდოს და მესის ბულკები არიან რა მოხდა მერე.


    smile smile smile ..
    და რონალდუ თვითონ არის მესის ბულკი და გრიზმანიც რომ იყო მერე რაა?!!! sweat_smile

  • რაღაცნაირი
    schedule 12 ივლ 2019, 20:29

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: რაღაცნაირი
    გილოცავთ გრიზმანს… ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ძალიან ქარიზმატული… ვგონებ კარგ დუეტს ჩამოაყალიბებენ ეს და მესი….

    მომავლის პერსპექტივა ნამდვილად არაა, აწმყოსთვისაა მოყვანილი და ამ სეზონშივე გამოჩნდება ყველაფერი …

    საინტერესო და დაძაბული სეზონის კიდევ ერთი საბაბი…


    კი აი წელს რომ იოლი არიქნება ლალიგა ფაქტია რაა ვინც საშვალო გუნდია, და მათზე მეტი გუნდებიც და რათქმაუნდა ბარსა რეალი ატლე მაგრად მოიხოდებიან კიდე სეზონის დაწყებამდე…
    ვალენსია, სევილია, ბილბაო, ვილიარელი არამგონია ჩავარდეს შარშანდელივით და გასაწევი ძალა იქნება, და დალშე პატარა გუნდებიც ხოდზე არიან საინტერესო იქნება მოკლედ დაძაბული


    აჰაამ… ლალიგა ვიგულისხმე, მგონია რომ სანახაობრივი და დაძაბული იქნება…თორე უჩლ სულ ასეთია ჩემთვის…
    უჩლზეც მგონია რომ რეალიც და ბარსელონაც კარგად გამოვლენ ამ სეზონში…

  • გიგა
    schedule 12 ივლ 2019, 20:16

    ნეიმარი თუ მოვიდა წავიდეს რაკიტიჩი, რობერტო, კოუტინიო, მალკომი, და ერთი ალბას ალტერნატივაც დავსვათ სკამზე. bowtie

  • Zaali
    schedule 12 ივლ 2019, 20:08

    Ox tqveni deda**eveciii mo***es nervebiii bliad raaaa amogadent am nervebis Txras amsezonshi da mere iwuwunet madridelo go**bo

  • (გიო)
    schedule 12 ივლ 2019, 19:59

    ნეიმარი: "პსჟ-მ სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება მომცა. ისინი ხელსაყრელ შეთავაზებას ელოდებიან. მამაჩემი "ბარსელონას" წარმომადგენლებსაც შეხვდა და თუ კატალონიურ კლუბში დაბრუნება არ გამომივა, ჩვეულებრივ, პარიზში დავბრუნდები."


    ეს რა ხდება ? smile წაიყვანეთ დემბელე +100 ლიმონი

  • Don_Andresito
    schedule 12 ივლ 2019, 19:54

    200 მთლიანნი ატლეტიკო არ ღირს მთელი თავიანთი ისტორიით და სიმეონეებით

  • რაღაცნაირი
    schedule 12 ივლ 2019, 19:50

    გილოცავთ გრიზმანს… ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ძალიან ქარიზმატული… ვგონებ კარგ დუეტს ჩამოაყალიბებენ ეს და მესი….

    მომავლის პერსპექტივა ნამდვილად არაა, აწმყოსთვისაა მოყვანილი და ამ სეზონშივე გამოჩნდება ყველაფერი …

    საინტერესო და დაძაბული სეზონის კიდევ ერთი საბაბი…

  • Arthur8
    schedule 12 ივლ 2019, 19:30

    Traks nu atamshebt ra. Grizi sadac sachiroa iq aris. Es madridelebi yvela ertnairi bizebi rogor aeian witlebic da tetrebic