კატალონიური Mundo Deportivo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ესპანური წყაროს ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის პირდაპირ უთხრა, რომ მას “ბარსელონაში” დაბრუნება უნდა.
“აღარ მინდა პსჟ-ს მაისურით კიდევ ვითამაშო. მინდა დავბრუნდე სახლში, რომელიც არასდროს უნდა მიმეტოვებინა.” – Mundo Deportivo-ს ცნობით, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ნეიმარმა ალ-ხელაიფის.

თუ მართლა ესე მოხდა, დაბრუნებული უძღები შვილი ისევ გულში უნდა ჩავიხუტოთ
მიხვდა რა ქაქიც ჭამა ბარსადან რო წავიდა და ახლა ნანობს დაბრუნდი ნემო დაბრუნდი ბარსელონა ოჯახია შენი
ოფიციალურად:

ნეიმარის განცხადებას ბრაზილიური სანტოსის პრეზიდენტი ჟოზე კარლოშ პერეში გამოახმაურა და მისი სახლში დაბრუნების სურვილი გამოთქვა
ეხლა ჯერი ნასერ ალ ხალაიფზეა
წლის ?
ჭლის კიარა საუკუნის ქამბექი იქნება
მე არ მგომია ეს ყველაფერი სიმართლე და ვფიქრობ ისევ იქ დარჩება სადაცაა მაგრამ თუ სასწაული მოხდა მაინც ვფიქრობ რომ კოუს გაშვება არ იქნება სწორი რაკიტიჩი და დემბელე უფრო ლოგიკური იქნება და თანხის დამატება
იმასაც ვერ იტყვი კაცი, აი ასე წავიდა და აი ისეო
222 ლიმონი კაი ფულია და შემცვლელის საყიდელი მაყუთი დაუტოვა გუნდს
აი კონტრაქტი ამოწურვას რომ დალოდებოდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მოეხია, ეგ იქნებოდა კრისობა
მაინც მგონია, რომ სჯობს დაბრუნდეს…
ცანცარაა, ტიპიური ბრაზილიელი ცანცარა, მაგრამ გული კარგი აქვს
კოუტინიო+რაკიტიჩი და სადღაც 30 მილიონი რომ დაუმატოს სტეკლოტარამ, ალბათ სარკინოზი დაფიქრდება ამ წინადადებაზე, ნუ მე იმედი მაქვს
მის კუთვნილ ადგილს დაიკავებს 11 ნომრით, შმემბელე კიდევ სკამზე, +65 წუთიდან, თასზე, ვალიადოლიდებთან და ხანდახან 9-იანზეც შეიძლება მოპისინჯოს, ჯეკასთან როტაციაში, ანუ ჯეკას დასვენების პონტში
ცანცარა(ნეი) – შმემბელე – მესი (ეს განლაგების მიხედვით ჩავსვი)
სეზონში ჩაატარებს შმემბო 32-35 მატჩს ჯამში და არც დაილეწება
9-იანზეც მოისინჯება, რომ რამე, ჯეკას შეცვლის ვარიანტში
თუ გაამართლებს, მაშინ ფორვარდის ყიდვა არ გახდება საჭირო
ანუ მეკარე გვარდება, შტეგენი და ნეტო იქნება სკამზე, ალბას დუბლიორს თუ გერეიროს მოუყვანენ, შემტევი პოტენციალი არ დასუსტდება, ეგეც სულ წინ გდია, თუ გრიმალდოს, მაინც იგივე იქნება
დე ლიხტი ნავთობის ჭაბურღილში ჩახტა და დაცვის ცენტრში 4 მცველია, 3 ახალგაზრდაა აქედან, ასე, რომ განგაში საჭირო არაა
მარჯვნივ სემედუ ახალგაზრდაა და რობერტო საკუთარ ოჯახშია, არსად გამქცევი არაა გარდა მეტოქის საჯარიმოსი
შუა ხაზი: 2 გამოცდილი – ბუსი-ვიდალი და 4 ახალგაზრდა არტური,დე იონგი-ალენია-პუჩი და წინ ვთქვი უკვე
ნეი/დემბუზექსი/ჯეკა/მეფე
და რაც შეეხება მალკოლმ იქსს, 40-ში უნდა გაიყიდოს
გომეში 25 გაყიდულია, დენისი და რაფინია ალბათ ვალენსიაში 20+20
და რაც მთავარია, არანაირი უეფასთან გარიგებები და თამაშების დათმობები, უბრალოდ სირცხვილია უკვე
აუ ნეტა დაბრუნდეს და ვსო ბარსა გახლიწავს მერე ყველას
ინტერვიუს დროს თქვა.
ეს თუ მართალი ამბავია საღოლ მაშინ ნეიმარს
მესის ჩრდილშია ყველა და ასე იქნება მუდამ…ნეის კიდე მესი ძალიან ეხმარებოდა რომ დღითიდღე განვითარებულიყო
და საიდან გაიგო ეგ მუნდო დეპორტივომ ჟუჩოკი ქონდა ნეიზე და ხელაიფზე მიმაგრებული 😂😂😂
"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"! სახლშიც იყავი და პატივისცემაც გქონდა სიყვარულთან ერთად, მაგრამ ფულს დახამდი და გაიქეცი, შედეგიც მიიღე-დარჩები ოქროს ბიჭუნად, რომელიც ვერსად წასვლით ვერ დააღწევს თავს ლეოს ჩრდილქვეშ ყოფნას!❤