workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

გაბრიელ ალეხანდრო მილიტო

სახელი: გაბრიელ ალეხანდრო მილიტო
ნომერი: 18
დაბ. ადგილი: ბერნალი (ბუენოს-აირესი, არგენტინა)
დაბ. თარიღი: 7-9-1980
სიმაღლე: 179 სმ
წონა: 78კგ


ბიოგრაფია

1997–2003 წლებში გაბრიელ მილიტო თამაშობდა არგენტინულ “ინტეპენდიანტეს” შემადგენლობაში, რომელიც იყო თავის ძმის, დიეგო მილიტოს, გუნდის – “რასინგის” მთავარი მოწინააღმდეგე.

2003 წელს მილიტოს შანსი ჰქონდა გადაბარგებულიყო მადრიდის “რეალში”, მაგრამ მადრიდული კლუბის ექიმებმა მაშინ არგენტინელი მცველის ჯანმრთელობა დაიწუნეს. მიუხედავად ამისა, მილიტომ კარიერა მაინც გააგრძელა ესპანეთში და “სარაგოსას” შემადგენლობაში ჩაირიცხა, სადაც მოგვიანებით მას მისი ძმაც შეუერთდა.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მილიტოს დებიუტი 2000 წელს ჰქონდა. მას შემდეგ მან ნაკრების შემადგენლობაში 2005 წლის კონფედერაციის თასზე, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და 2007 წლის კოპა ამერიკაზე იასპარეზა.

2007 წლის ზაფხულში მილიტოს არჩევანი ჰქონდა, იგი უნდა გადასულიყო ან ტურინის “იუვენტუსში”, ან კატალონიის “ბარსელონაში”. არგენტინელმა საბოლოოდ კატალონიური კლუბი არჩია. პირველივე წელს არგენტინელი მცველი “ბარსას” შემადგენლობაში მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და ესპანეთის ჩემპიონატში 27 შეხვედრის ჩატარება მოახერხა, ხოლო თავი გატანილი გოლით ერთხელ გამოიჩინა. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერთან” ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის დროს მილიტომ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და მთელი 2008–09 წლების სეზონის გამოტოვება მოუწია.


თვისებები

მილიტო პატივცემული, ავტორიტეტული და შტამბეჭდავი ცენტრალური მცველია. ის მარჯვე ფეხბურთელია და დახმარება შეტევაშიც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ის არც თუ ისე მაღალია(1.79სმ), კარგად იბრძვს ჰაერში.

მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09, 2009/10, 2010/11

ესპანეთის თასი – 2008/09

ესპანეთის სუპერთასი – 2009/10, 2010-11

ჩემპიონთა ლიგა – 2008/09, 2010-11

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10

სარაგოსა

ესპანეთის თასი – 2004/04

ესპანეთის სუპერთასი – 2004/05

ინდეპენდიენტე

აპერტურას ჩემპიონატი – 2002/03

არგენტინის ეროვნული ნაკრები
20 წლამდელთა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი – 1999