workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

შერე კაბელინო მაქსველ ანდრადე

სახელი: შერე კაბელინო მაქსველ ანდრადე
ნომერი: 19
დაბ. ადგილი: კაშეირო დო იტაპემირიმ (ბრაზილია)
დაბ. თარიღი: 27.08.1981
სიმაღლე: 177 სმ
წონა: 81 კგ


ბიოგრაფია

მარცხენა მცველი, მაქვსველი, “ბარსაში” “ინტერიდან” მოვიდა. რას მანმადე “აიაქსშიც” ჰქონდა ნათამაშები და ევროპულ ფეხბურთში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს.
კაშეიროში, 1981 წლის 17 აგვისტოს დაბადებულმა, მაქსველმა, პროფესიონალური ფეხბურთის თამაში “კრუზეიროში” დაიწყო და ისე მოხიბლა ევროპელი სპეციალისტები, რომ მაშინდელ დიდებულ “აიაქსში” 2001 წელს გადაბარგდა.
ის მხოლოდ 20 წლის იყო, როცა ევროპაში გადავიდა, თუმცა ასაკმა მას ხელი ვერ შუაშალა კლუბის ძირითადში რეგულარული ადგლის დაკავებაში. 2001/2002 წლებში ის უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად ტალანტად. მან თავის პიკს ჰოლანდიაში 2004 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. “აიაქსთან” ერთად მან მოიგო 2 ჩემპიონატი, ერთი თასი და ერთიც სუპერთასი.
2005 წლის აპრილში მაქსველმა სერიოზული მუხლის ტრავმა მიიღო და ფეხბურთს 8 თვით ჩამოშორდა. მაგრამ როცა ფორმაში ჩადგა, კარზე არაერთმა ევროპულმა გრანდმა მიუკაკუნა. 3,5 წლის  შემდეგ ის ჰოლანდიიდან იტალიაში გადაბარგდა, კერძოდ მილანის “ინტერს”, 2006 წლის იანვარში. მიუხედავად ამისა, მან სეზონის დარჩენილი ნაწილი “ემპოლიში” გაატარა, რათა უკეთ შეჩვეოდა იტალიურ ფეხბურთს.
შემდეგ ზაფხულს მაქსველი “ინტერის” პირველ გუნდს შეუერთდა, რომელთანაც მას 3 წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, 2005/2006-დან 2008/2009-ის ჩათვლით. მან სამივე წელს მოიგო იტალიის სერია ა, მასთან ერთად ორი სუპერ თასიც. ყველა ამ კამპანიაში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა, თუმცაღა, ბოლო წელს მაურინიო მას არცთუ ისე ბევრ სათამაშო დროს აძლევდა.
ის აგრეთვე თამაშობდა ბრაზილიის 23 წლამდელთა ნაკრებში.

თვისებები

მაქსველი ტიპიური ბრაზილიელი მარცხენა მცველია, რომელიც შეტევაში წასვლის წინააღმდეგიც არაა. მაგრამ იტალიაში თამაშისას ის უფრო გაუმჯობესდა, როგორც მცველი. მისი თამაშის უმეტესი ნაწილი დაფუძვნებულია მის ფიზიკურ ძალასა და ძლევამოსულ სირბილზე ზევით-ქვევით. მიუხედავად იმისა, რომ ის მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, საჭიროების შემთხვევაში წინ წაწევაც შეუძლია. მაქსველი აგრეთვე კარგად და ძლიერად ურტყამს მარცხენა ფეხითაც.

მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 2009/10, 2010/11

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული – 2010-11

ესპანეთის სუპერთასი – 2009/10, 2010-11, 2011-12 

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10, 2011/12


ინტერი

სერია ა – 2006/07, 2007/08, 2008/09

იტალიის სუპერთასი – 2007/08/ 2008/09


აიაქსი

ჰოლანდიის ერედივიზიონი – 2001/02, 2003/04

ჰოლანდიის თასი – 2001/02

ჰოლანდიის სუპერთასი – 2002/03, 2005/06