workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ივნისი

1924 წლის 1 ივნისს, “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე უკანასკნელად დაბრუნდა კლუბის დამაარსებელი, ხუან გამპერი.

ინფორმაცია არ მოიძებნა

1934 წლის 3 ივნისს, ამხანაგურ მატჩში, “ბარსელონამ” 2:0 დაამარცხა “ჟირონა”. კატალონიელთა შემადგენლობაში, დებიუტი ჰქონდა უნგრელ ნახევარმცველს, ლოვინგერს.

1991 წლის 4 ივნისს, კატალონიის თასის ფინალში, “ბარსელონამ” “საბადელი” 6:3 დაამარცხა.
1983 წლის 4 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ლა რომარედაზე” გამართულ მატჩში, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” 2:1 დაამარცხა. კატალონიელებმა მარკოსის მიერ, დამატებითი ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს.
1982 წლის 4 ივნისს, არგენტინული “ბოკა ხუნიორსიდან”, “ბარსელონაში” დიეგო არმანდო მარადონა გადმოვიდა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, კატალონიური კლუბის  მაისურით ჩატარებულ 58 მატჩში, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 38 გოლი გაიტანა.

2008 წლის 5 ივნისს, ხოსეპ გვარდიოლა ოფიციალურად გახდა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი. პირველივე სეზონში, კატალონიელმა სპეციალისტმა გუნდს ყველა შესაძლო ტიტული მოაგებინა.
2007 წლის 5 ივნისს, კატალონიის თასის ფინალში, “ბარსელონა” და “ესპანიოლი” დაზავდნენ, ანგარიშით 1:1. თერთმეტმეტრიანების სერიაში, “ბარსამ” 5:4 იმარჯვა.

1970 წლის 6 ივნისს, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი გაიმართა. ესპანეთის თასის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, მადრიდის “რეალს”, “ბარსელონასთან” 1:0 ჰქონდა მოგებული. კატალონიაში მიმდინარე შეხვედრის მე-60 წუთზე, “ბარსა” 1:0 იგებდა, როდესაც მსაჯმა, ემილიო გურუჩეტამ მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა საჯარიმოდან ორ მეტრში წესების დარღვევის გამო. სტუმრებმა პენალტის გატანა მოახერხეს და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 2 წუთის შემდეგ, მსაჯმა კატალონიელები კაცნაკლული დატოვა. “ბარსას” ფეხბურთელებმა, პროტესტის ნიშნავ, მოედანი დატოვეს, მაგრამ ცოტა ხანში, ისინი თამაშის გაგრძელებაზე დაიყოლიეს. შეხვედრის განახლებიდან მცირე ხანში, “ბარსელონას” გულშემატკივრები სტადიონზე შეცვივდნენ, რის შემდეგაც, გურუჩეტასა და მის თანაშემწეებს, გასახდელში დამალვამ მოუწიათ. საბოლოოდ, “ბარსას” სერიოზული ფინანსური სანქცია დააკისრეს, გურუტეჩას ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო “რეალი” შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ მატჩის შემდეგ, გურუტეჩას “კამპ ნოუზე” აღარასდროს უმსაჯია.

1992 წლის 7 ივნისს, ესპანეთის ბოლო ტურის მატჩების შედეგების წყალობით, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” 1 ქულით გადაუსწრო და შედეგად, კატალონიელები ჩემპიონები გახდნენ.
1961 წლის 7 ივნისს, “ბარსელონას” ახალ პრეზიდენტად აირჩიეს ენრიკ ლიაუდეტი, რომელმაც ხაუმე გუსეტს 24 ქულით აჯობა.
1914 წლის 7 ივნისს, “ბარსამ” სამიდან მე-3 ამხანაგური შეხვედრა გამართა ინგლისურ “ნოტს ქაუნთთან”. პირველი 2 მატჩი, ინგლისელებმა 2:0 და 4:0 მოიგეს. მე-3 შეხვედრის ხუთწუთიან მონაკვეთში, კატალონიელებმა 3 გოლი გაიტანეს, მაგრამ საპასუხოდ ათი ბურთ გაუშვეს.

1991 წლის 8 ივნისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ბარსელონა” “რეალთან” 0:1 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა ჩემპიონობა მაინც იზეიმეს. “ბარსა” გათამაშებას პირველივე ტურიდან მოყოლებული ლიდერობდა და საბოლოოდ, კატალონიელებმა 9-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს.

2006 წლის 9 ივნისს, გერმანიაში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელზეც “ბარსელონა” 10 ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი. ესენი იყვნენ: პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ვან ბორნხორსტი, ვან ბომელი, დეკუ, რონალდინიო, მესი, ლარსონი და მარკესი.

1997 წლის 10 ივნისს, კატალონიის თასზე გამართულ მატჩში, “ბარსელონა” “ევროპასთან” 1:3 დამარცხდა.
1927 წლის 10 ივნისს, ქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა ლადისლაო კუბალა, რომელმაც “ბარსელონაში” 10 წელი გაატარა. კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 345 მატჩში მან 274 გოლი გაიტანა.

1986 წლის 11 ივნისს, ესპანეთის ლიგის თასის პირველ მატჩში, “ბენიტო ვილიამარინზე”, “ბეტისის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, “ბარსელონამ” 0:1 წააგო. 3 დღის შემდეგ, “კამპ ნოუზე”, კატალონიელებმა 2:0 მოიგეს და აღნიშნული ტურნირის ბოლო გათამაშების გამარჯვებულებიც გახდნენ.

ინფორმაცია არ მოიძებნა

2001 წლის 13 ივნისს, კატალონიის თასზე, “ბარსელონა” “ბალაგურთან” დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში, “ბარსამ” 3:4 წააგო.
1982 წლის 13 ივნისს, “კამპ ნოუს” სტადიონზე ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონია, რომელსაც დაახლოებით ასი ათასი ადამიანი დაესწრო. გახსნით მატჩში, ბელგიამ არგენტინა 1:0 დაამარცხა.
1943 წლის 13 ივნისს, ესპანეთის თასზე, “ბარსელონა” მადრიდის “რეალთან” 1:11 დამარცხდა. დღემდე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მატჩის შედეგზე გავლენა დიქტატორ ფრანკოს ხალხმა იქონია.

1936 წლის 14 ივნისს, ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონამ” “ოსასუნა” 7:1 გაანადგურა. პირველი თამაში კატალონიელებს 2:4 ჰქონდათ წაგებული. “ბარსას” მხრიდან, 5 გოლი ხოსეპ ესკოლამ გაიტანა, ხოლო თავი 2-ჯერ მარტი ვენტოლრამ გამოიჩინა.
1925 წლის 14 ივნისს, “ბარსელონას” საშინაო მოედანზე, “ლეს კორტსზე” გაიმართა ესპანეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა. ადგილობრივმა გულშემატკივრებმა, ესპანეთის ჰიმნის დროს სტვენა დაიწყეს, რის გამოც, ქვეყანაში მოქმედმა რეჟიმმა სტადიონი 6 თვით დახურა. მოგვიანებით, დისკვალიფიკაციის დრო ორ თვემდე შემცირდა.

2003 წლის 15 ივნისს, მიიღო რა 27 ათასი ხმა, “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდა ხუან ლაპორტა.
1964 წლის 15 ივნისს, დანიის ქალაქ კოპენჰაგენში დაიბადა მიკაელ ლაუდრუპი, რომელიც იოჰან კრუიფის “დრიმ თიმში” 5 წლის განმავლობაში თამაშობდა, რის შემდეგაც, მან 2 წელი მადრიდის “რეალში” გაატარა. 1999 წელს, ლაუდრუპი პრიმერა დივიზიონის ბოლო 25 წლის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა, ხოლო 2006 წელს, იგი ყველა დროის საუკეთესო დანიელ ფეხბურთელად აღიარეს.
1950 წლის 15 ივნისს, “ბარსელონას” კონტრაქტს ხელი ლადისლაო კუბალამ მოაწერა. დისკვალიიფიკაციის გამო, კუბალას “ბარსას” მაისურით დებიუტი მხოლოდ 1 წლის შემდეგ ჰქონდა.

1957 წლის 16 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონა” “ესპანიოლს” დაუპირისპირდა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, “ბარსას” ფეხბურთელმა, სამპედრომ ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. იმ გათამაშების 1/8-ფინალში, 2 მატჩის ჯამში, “ბარსამ” მადრიდის “ატლეტიკო” 13:3 გაანადგურა. 1/2-ფინალში, კატალონიელებმა “რეალს” 6:1 სძლიეს, ხოლო 1/2-ფინალშიმ “ბარსას” მსხვერპლი “სოსიედადი” იყო, რომელიც 1:5 განადგურდა.

2007 წლის 17 ივნისს, დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშება, რომელშიც “ბარსელონამ” და “რეალმა” 76-76 ქულა დააგროვეს. მიუხედავად იმისა, რომ ბურთების შეფარდებაში კატალონიელებს ჰქონდათ უპირატესობა, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგების გამო, ჩემპიონი “რეალი” გახდა. იმავე გათამაშებაში, ვიქტორ ვალდესმა ანდონი სუბისარეტას მიღწევა გაიმეორა, დაიცვა რა “ბარსას” კარი ჩემპიონატის ყველა მატჩში.
2001 წლის 17 ივნისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ბარსელონა” “ვალენსიას” მასპინძლობდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, კატალონიელებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, ხოლო “ღამურებს” ფრეც ჰყოფნიდათ. მართალია, “ვალენსიამ” “ბარსას” კარის აღება 2-ჯერ მოახერხა, მაგრამ რივალდოს ბრწყინვალე თამაშის წყალობით, “ბარსამ” 3 ქულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა სტუმრებს 3 გოლი გაუტანა და სამივე მათგანი საჯარიმოს გარედან დარტყმით. მე-3 გოლი, რივალდომ 89-ე წუთზე, “მაკრატელა” დარტყმით გაიტანა.
1922 წლის 17 ივნისს, “ბარსელონაში” 3 წლის გატარების შემდეგ, რიკარდო სამორა “ესპანიოლში” დაბრუნდა.
1917 წლის 17 ივნისს, ხუან გამპერი კიდევ ერთხელ გახდა “ბარსელონას” პრეზიდენტი. პირველი, რაც გამპერმა გააკეთა, იყო ინგლისელ მწვრთნელთან, ჯეკ გრინუელთან კონტრაქტის გაფორმება, ხოლო  2 წლის შემდეგ, “ბარსამ” სამორა სა სამიტიერი შეიძინა.

1981 წლის 18 ივნისს, მადრიდში, “ვისენტე კალდერონეზე” გამართლ ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” ხიხონის “სპორტინგი 3:1 დაამარცხა. თავი დუბლით გამოიჩინა კინმა, ხოლო ერთი გოლი ესტებანმა გაიტანა.

1932 წლის 19 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონა” ბილბაოს “ატლეტიკთან” 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი კატალონიელებმა მე-2 ტაიმში გაუშვეს, ხოლო შესვენებამდე, “ბარსას” ფეხბურთლმა, საბალომ თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ მოახერხა.
1919 წლის 19 ივნისს, “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე, ხუან გამპერი რიკარდ გრაელსმა ჩაანაცვლა. გრაელსის პრეზიდენტობის დროს, “ბარსამ” 16.100 პესეტის ოდენობით ვალი გაისტუმრა, რაც ვალებიდან სრულად ამოსვლას ნიშნავდა.

1993 წლის 20 ივნისს, ესპანეთის ბოლო ტურის მატჩის მოგებით, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” ერთ ქულით გადაასწრო და ჩემპინი გახდა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მეორედ მოხდა. ორივე შემთხვევაში, მადრიდული კლუბი “ტენერიფემ” დაამარცხა.
1954 წლის 20 ივნისს, “ბარსელონამ” ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ესპანეთის თასის ფინალში, სადაც “ვალენსიასთან” 0:3 დამარცხდა.

1959 წლის 21 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალში, “გრანადასთან” გამართული მატჩის მე-10 წუთისთვის, “ბარსელონა” უკვე 2:0 იგებდა. საბოლოოდ, შეხვედრა კატალონიელებმა 4:1 მოიგეს.
1953 წლის 21 ივნისს, “ბარსელონამ” ზედიზედ მესამედ მოიგო ესპანეთის თასი. ფინალში, კატალონიელებმა ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხეს, ანგარიშით 2:1. 1/2-ფინალში, “ბარსამ” მადრიდის “ატლეტიკო” 8:1 გაანადგურა.
1942 წლის 21 ივნისს, ესპანეთს თასის ფინალშ, “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 4:3 დაამარცხა. როდესაც კატალონიელები 3:1 იგებდნენ, 2 წუთის მონაკვეთში, მათი კარი ბასკებმა ორჯერ აიღებს. გამარჯვების გოლი “ბარსამ” 101-ე წუთზე, მარტინის ზუსტი დარტყმის წყალობით გაიტანა.
1936 წლის 21 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონა” მადრიდის “რეალთან” 1:2 დამარცხდა. მე-12 წუთისთვის, კატალონიელები უკვე 0:2 მარცხდებოდნენ. “ბარსას” მხრიდან ერთადერთი გოლი ხოსეპ ესკოლამ გაიტანა.
1905 წლის 21 ივნისს, “ესპანიოლის” 3:2 დამარცხებით, “ბარსელონამ” კატალონიის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

1997 წლის 22 ივნისს, დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატი, რომელშიც “ბარსელონამ” ჩემპიონობა “რეალს” დაუთმო. კატალონიელები მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებზე მეტი გამარჯვება მოიპოვეს და 100-ზე მეტი გოლი გაიტანეს.

2003 წლის 23 ივნისს, გულშემატკივრებს “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი, ფრანკ რაიკაარდი წარუდგინეს.
1991 წლის 23 ივნისს, ესპანეთის თასის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონამ” “ატლეტიკო” მადრიდში 3:2 დაამარცხა, თუმცა კატალონიელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც ვერ მოახერხეს. განმეორებით მატჩში, კატალონიელთა მხრიდან, მოედანი დაატოვებინეს ნანდოს, ფერერს, კუმანს და მთავარ მწვრთნელს, იოჰან კრუიფს.
1963 წლის 23 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” “სარაგოსა” 3:1 დაამარცხა. უკვე მე-18 წუთზე, კატალონიელები 2:0 იგებდნენ.
1929 წლის 23 ივნისს, დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის პირველი გათამაშება, რომელიც “ბარსელონამ” მოიგო. ბოლო ტურში “რეალ იუნიონის” 4:1 დამმარცხებელმა კატალონიელებმა მადრიდის “რეალს” 2 ქულით გაუსწრეს.

2001 წლის 24 ივნისს, “ბარსელონამ” სეზონი გლაზგოს “სელტიკთან” მატჩით დაასრულა. ამ შეხვედრაში, “ბარსას” მაისურით ბოლოჯერ ითამაშა კატალონიელტა კაპიტანმა, ხოსეპ გვარდიოლამ.
1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა ლიონელ ანდრეს მესი, რომელიც 13 წლის შემდეგ “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის წევრი გახდა, ხოლო კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, არგენტინელმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
1934 წლის 24 ივნისს, ხუან გამპერის ხსოვნის საპატივცემულოდ, “ლეს კორტსის” სტადიონზე 2 მატჩი გაიმართა. თავდაპირველად, ერთმანეთს “ბარსელონასა” და “საბადელის” ვეტერანები შეხვდნენ, შემდეგ კი, “ბარსას” ძირითადმა გუნდმა ბილბაოს “ატლეტიკი” 4:2 დაამარცხა.

ინფორმაცია არ მოიძებნა

2007 წლის 26 ივნისს, კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი, იაია ტურე “ბარსელონამ” გულშემატკივრებს წარუდგინა.
2003 წლის 26 ივნისს, “ბარსელონამ” შეიძინე თურქი მეკარე, რუშთუ რექბერი. გარდა ამისა, კატალონიური გუნდის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდნენ ხუან კარლოს უნსუე, ეუსებიო საკრისტანი და გილერმო ამორი. გუნდი დატოვეს გაისკა მენდიეტამ და ხუან პაბლო სორინმა.

ინფორმაცია არ მოიძებნა

ინფორმაცია არ მოიძებნა

2008 წლის 29 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია 1:0 დაამარცხა. ესპანელთა ძირითად შემადგენლობაში “ბარსელონას” ერთბაშად 4 აღზრდილი: პუიოლი, ფაბრეგასი, ინიესტა და ჩავი თამაშობდნენ.
1983 წლის 29 ივნისს, ესპანეთის ლიგის თასის განმეორებით მატჩში, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” დაამარცხა და ამ ტურნირის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა. მადრიდელთა კარში გოლები მარადონამ და ალესანკომ გაიტანეს.
1974 წლის 29 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალში, მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე”, “ბარსელონა” “რეალთან” 0:4 განადგურდა. დაახლოებით 5 თვის წინ, “ბარსას” “რეალი” მადრდიში 5:0 ჰყავდა დამარცხებული.
1952 წლის 29 ივნისს, ლათინას თასის ფინალში, “ბარსელონამ” ფრანგული “ნიცა” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი, 79-ე წუთზე, სეზარმა გაიტანა.
1928 წლის 29 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალის მე-2 გათამაშებაში, “ბარსელონამ” “რეალ სოსიედადი” 3:1 დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე 25-ე წუთზე იყო დაფიქსირებული. ფინალის პირველი 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა.

ინფორმაცია არ მოიძებნა