workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ჟეფრენ სუარეს ბერმუდესი

სახელი:ჟეფრენ სუარეს ბერმუდესი
ნომერი: 11
დაბ. ადგილი:სიუდად ბოლივარი (ვენესუელა)
დაბ. თარიღი:20-01-1988
სიმაღლე:176 სმ
წონა:


ბიოგრაფია

ჟეფრენ სუარეს ბერმუდესი დაიბადა ვენესუელაში, ხოლო “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდს 2004 წელს შეუერთდა. ჟუვენილ ბ-ში თამაშის დროს, მან თავისი რეიტინგი აიმაღლა და საბოლოოდ იმდენი მოახერხა, რომ გვარდიოლამ პირველ გუნდში მიიღო.
ის მხოლოდ 1 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ვენესუელადან ტენერიფეში გადავიდა საცხოვრებლად. ჟეფრენი პატარა ასაკიდანვე საოცარი და მარჯვე ფეხბურთელი იყო.
“ბარსელონას” ნიჭიერმა აგენტებმა შენიშნეს მისი ბრწყინვალე თამაში და 2004/2005 წლების სეზონის შემდეგ იგი “ტენერიფედან” “ბარსას” ახალგაზრდულ კლუბში გადაბარგდა. “ბარსელონაში” მისი პირველი მწვრთნელი იყო გულიერმო ჰოიოსი, რომელიც მას ნახევარდაცვაში ათამაშებდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ ის უკეთ თამაშობდა ფლანგებზე.
ის მუშაობდა გვარდიოლასთან 2007/2008 წლების სეზონში, ახალგაზრდულ კლუბში და დიდი როლი ითამაშა გუნდის მე-2ბ დივიზიონში დაწინაურებაში. მისი ოფიციალური დებიუტი “ბარსას” პირველ გუნდში რაიკაარდის დროს, 2006/2007 წლების სეზონში მოხდა, “ბადალონას” წინააღმდეგ, კოპა დელ რეის თასზე.
მისი დებიუტი ლა ლიგაში 2008/2009 წლების სეზონის ბოლოს შედგა, გასვლაზე “მალიორკასთან’. ვენესუელელ ახალგაზრდას ასევე ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

თვისებები

ფეხბურთელი ცაციაა, მაგრამ მარჯვენა ფეხითაც შეუძლია თამაში. ჟეფრენ სუარესი ფლანგზე მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია დაცვის გარღვევა მისი სისწრაფისა და შესაძლებლობების კომბინაციით. მას აქვს ბრწყინვალე ჩაწოდება და როგორც წესი, საკმაო რაოდენობის გოლები გააქვს ერთ სეზონში.

მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 2009/10, 2010/11

ესპანეთის სუპერ თასი – 2009/10, 2010-11

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული – 2010/11

ევროპის სუპერ თასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10