[spoiler=1 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=2 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=3 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=4 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=5 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=6 იანვარი]1943 წლის 6 იანვარს, ინგლისურ ქალაქ დაგენჰემში, დაიბადა ტერი ვენეიბლზი, რომელმაც 1984-85 წლების სეზონში, მწვრთნელის რანგში, “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოაგებინა.[/spoiler]
[spoiler=7 იანვარი]1995 წლის 7 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში, “ბარსელონა”, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “რეალთან”, 0:5 განადგურდა. უკვე პირველ ტაიმში, თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა ივან სამორანომ. ერთი გოლი ლუის ენრიკემ გაიტანა, რომელიც წელიწადნახევრის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით, “ბარსელონაში” გადავიდა. საინტერესოა, რომ ამ მატჩამდე ერთი წლით ადრე (1 დღის სხვაობით), “ბარსამ” “რეალი” 5:0 გაანადგურა.[/spoiler]
[spoiler=8 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=9 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=10 იანვარი]1943 წლის 10 იანვარს, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი “ელ კლასიკო” გაიმართა. პირველ ტაიმში, “რეალი” ჯერ 1:0, ხოლო შემდეგ 2:1 იგებდა, მაგრამ შესვენებაზე გუნდები მასპინძლების, კატალონიელების უპირატესობით, ანგარიში 4:2 გავიდნენ. მე-2 ნახევრის დასაწყისში, გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. საბოლოოდ, მატჩი 5:5 დასრულდა.[/spoiler]
[spoiler=11 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=12 იანვარი]1998 წლის 12 იანვარს, პარიზში, FIFA-მ 1997 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა რონალდო, რომელმაც 480 ქულა დააგროვა. წინა სეზონში, “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 49 მატჩში, ბრაზილიელმა 47 გოლი გაიტანა. თუმცა, პრიზის მიღების დროს, რონალდო უკვე “ინტერის” ფეხბურთლი იყო.
1964 წლის 12 იანვარს, “ვალენსიასთან” გამართულ მატში, პედრო საბალიამ ანგარიში 2:0 გახადა და ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსელონას” საიუბილეო, მე-2000 გოლის ავტორი გახდა. ის თამაში კატალონიელებმა 4:0 მოიგეს.[/spoiler]
[spoiler=13 იანვარი]1947 წლის 13 იანვარს, ქალაქ ბარსელონაში დაიბადა კარლეს რექსაჩი, რომელიც როგორც ჩატარებული მატჩების, ასევე გატანილი გოლების მიხედვით, “ბარსას” ერთ-ერთი რეკორდსმენია. მის ანგარიშზე 452 თამაში და 122 გოლია. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, ის კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, იოჰან კრუიფის თანაშემწე იყო[/spoiler]
1979 წლის 14 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში, “ბარსელონამ” “რაიო ვალეკანო” 9:0 გაანადგურა. პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 4:0 იყო. ანგარიშზე 5 ბურთი ჩაიწერა იოჰან კრანკლმა.
1945 წლის 14 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში, “ბარსა” “ოვიედოსთან” 0:6 განადგურდა. ამ წაგების შემდეგ, კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ 11 თამაში მოიგო და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
[spoiler=15 იანვარი]1950 წლის 15 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში, “ბარსელონა” “რეალს” 2:0 ამარცხებდა, მაგრამ 15 წუთში, კატალონიელებმა 3 ბურთი გაუშვეს და თამაში წააგეს.[/spoiler]
[spoiler=16 იანვარი]2010 წლის 16 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში, “ბარსელონამ”, საკუთარ კედლებში, “სევილია” 4:0 გაანადგურა. შეხვედრის მიწურულს, ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა. არგენტინელმა, “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში, მე-100 და 101-ე გოლი გაიტანა. (ვიდეო)
1932 წლის 16 იანვარს, “ბარსელონას” გენერალური ასამბლეის წევრებმა, ახალი ქარტია შეიმუშავეს, რომლის თანხმადაც, პრესის წარმომადგენლებს, კლუბის საჯარო ღონისძიებებზე დასწრების უფლება ექნებოდათ.[/spoiler]
[spoiler=17 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=18 იანვარი]1971 წლის 18 იანვარს, ბარსელონაში, დაიბადა ხოსეპ გუარდიოლა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, “ბარსელონას” პირველ გუნდში 11 წელი გაატარა. როგორც მწვრთნელმა, მას კატალონიურ კლუბს ყველა შესაძლო ტიტული მოაგებინა. 4 წლის განმავლობაში, გუარდიოლას მიერ გაწვრთნილმა “ბარსამ” 14 ტიტული მოიგო.[/spoiler]
[spoiler=19 იანვარი]2009 წლის 19 იანვარს, “ბარსელონამ” ადგილსამყოფელი შეიცვალა. ამ დღიდან მოყოლებული, ვარჯიშები არა “ლა მასიაზე”, არამედ “სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერზე” ტარდება. სპორტული კომპლექსი სტადიონიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული და იგი 10.000 კვადრატულ მეტრს იკავებს.
1998 წლის 19 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში, “ბარსელონა” “ვალენსიას” 3:0 ამარცხებდა, მაგრამ კატალონიელებმა თამაში 3:4 წააგეს. (ვიდეო)[/spoiler]
[spoiler=20 იანვარი]1974 წლის 20 იანვარს, “რასინგთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, “ბარსელონამ” 3:1 მოიგო. ჰიუგო სოტილი, რომელმაც მე-3 ბურთი გაიტანა, “ბარსელონას” ისტორიაში, ესპანეთის ჩემპიონატაში გატანილი 2500-ე გოლის ავტორი გახდა. [/spoiler]
[spoiler=21 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=22 იანვარი]1989 წლის 22 იანვარს, “ბარსელონასთან” კონტრაქტი რონალდ კუმანმა გააფორმა. ჰოლანდიელი, დიეგო მარადონას შემდეგ, კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.[/spoiler]
[spoiler=23 იანვარი]ინფორმაცია არ მოიძებნა[/spoiler]
[spoiler=24 იანვარი]2000 წელი. ბრიუსელში, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა 1999 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ჩატარებული კენჭისყრის შედეგები. გამარჯვებული გახდა “ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო, რომელმაც 543 ქულა დააგროვა.
1982 წელი. “ბარსელონა” ურთულეს შეხვედრაში ამარცხებს “კასტელიონს”, ანგარიშით 4:3. კატალონიელების მესამე გოლი, რომელიც კუინის ანგარიშზეა, გახდა ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი 3000-ე გოლი კლუბის ისტორიაში.[/spoiler]
[spoiler=25 იანვარი]1980 წელი. ტერასაში დაიბადა ჩავიერ ერნანდეს კრეუსი, ან უბრალოდ ჩავი, რომელიც 11 წლის ასაკში “ბარსელონას” ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. “ბარსას” რიგებში ჩატარებული მატჩების მიხედვით ჩავი რეკორდსმენია.[/spoiler]
[spoiler=26 იანვარი]1983 წლის 26 იანვარს, ევროპის სუპერთასზე, პირველი თამაშის მინიმალური სხვაობით მოგების შემდეგ, “ბარსამ” “ასტონ ვილასთან” 0:3 წააგო. კატალონიელებმა პირველი გოლი ძირითადი დროის ამოწურვამდე 10 წუთით ადრე გაუშვეს, ხოლო დამატებით ტაიმებში, ინგლისელებმა თავი კიდევ 2-ჯერ გამოიჩინეს.
1955 წლის 26 იანვარს, “ლეს კორტესის” სტადიონზე, კატალონიის ნაკრებისა და იტალიური “ბოლონიას” დაპირისპირება გაიმართა. კატალონიელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ლადისლაო კუბალას, რომელმაც 2 გოლი გაიტანა. კატალონიის ნაკრებმა თამაში 6:2 მოიგო.[/spoiler]
[spoiler=27 იანვარი]1954 წლის 27 იანვარს, “საბადელის” 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, “ბარსელონამ” ამ გუნდთან ამხანაგურად ითამაშა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.
1901 წლის 27 იანვარს, “ბარსელონამ” ოფიციალურ მატჩში თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა. მაკაის თასზე, “ბარსამ” “ესპანიოლი” 4:1 გაანადგურა. ოთხივე გოლი ანგარიშზე კლუბის დამაარსებელმა, ჟოან გამპერმა ჩაიწერა.[/spoiler]
[spoiler=28 იანვარი]2003 წლის 28 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, ლუის ვან გაალმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. პირველ 19 მატჩში, კატალონიელებს მხოლოდ 6 მოგება ჰქონდათ.
1970 წლის 28 იანვარს, “სან სიროს” სტადიონზე არსებული ძლიერი ნისლის გამო, გადაიდო ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “ინტერი” და “ბარსელონა” ხვდებოდნენ. მიუხდავად იმისა, რომ იმ დროისთვის, მილანელები 1:0 იგებდნენ, ეს ანგარიში გაუქმდა და შეხვედრა მთლიანად გადათამაშდა.[/spoiler]
[spoiler=29 იანვარი]1966 წლის 29 იანვარს, რიო დე ჟანეიროში დაიბადა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო, რომელიც “ბარსელონაში” 2 წლის განმავლობაში თამაშობდა. კატალონიელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 82 მატჩში მან 55 გოლი გაიტანა.[/spoiler]
[spoiler=30 იანვარი]1995 წლის 30 იანვარს, ლისაბონში, ცნობილი გახდა 1994 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა. გამარჯვებული “ბარსელონას” ბრაზილიელი თავდამსხმელი რომარიო გახდა, რომელმაც 346 ქულა მოაგროვა. მე-2 ადგილზე “ბარსას” კიდევ ერთი შემტევი ხრისტო სტოიჩკოვი გავიდა, რომელსაც 100 ქულა ერგო.
1980 წლის 30 იანვარს, ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში, “ბარსელონა” “ტოტენჰემთან”, გასვლაზე, 0:1 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა 1:1 დასრულდა.[/spoiler]
[spoiler=31 იანვარი]1987 წლის 31 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში, “ბარსელონამ” “რეალს” უმასპინძლა. შეხვედრა 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გარი ლინეკერს უკვე 2 გოლი ჰქონდა გატანილი. მე-2 ტაიმის დასაწყისში, ბრიტანელმა “რეალს” მე-3 გოლიც გაუტანა. საბოლოოდ, “ბარსამ” 3:2 იმარჯვა. (ვიდეო)[/spoiler]
