workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ფრანსესკ ფაბრეგას სოლერი

სესკ ფაბრეგასისახელი: ფრანსეს ფაბრეგას ი სოლერი
ნომერი: 4
დაბ. ადგილი: არენას დე მარი (კატალონია, ესპანეთი)
დაბ. თარიღი: 04-05-1987
სიმაღლე: 175 სმ
წონა: 75 კგ

 

2011 წლის ზაფხულში, სესკ ფაბრეგასი “არსენალიდან” “ბარსელონას” პირველი გუნდის რიგებში ჩაეწერა და 2011/12 სეზონის რიგით მეორე შენაძენი გახდა. 2011 წლის 15 აგვისტოს შედგა მისი, როგორც “ბარსას” ფეხბურთელის პრეზენტაცია.

სესკ ფაბრეგასი “ბარსელონას” რიგებში 10 წლის ასაკში გაწვრიანდა და კატალონია მან 16 წლისამ მიატოვა მაშინ, როდესაც კონტრაქტი გააფორმა “არსენალთან”. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც “მეთოფეთა” რიგებში გოლი გაიტანა. მისმა მუდმივმა განვითარებამ იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფეხბურთელად აქცია არსენ ვენგერისთვის. ამ უკანასკნელმა, 2004/05 სეზონის განმავლობაში, სესკი პრემიერ ლიგის 30 მატჩში ათამაშა. 2008 წელს, 21 წლის ასაკში, სესკს “არსენალის” კაპიტნის სამკლავური გადაეცა. ამ პერიოდში იგი უკვე მიჩნეული იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავად.

ინგლისურ კლუბში გატარებული 8 წლის განმავლობაში, სესკმა 303 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 57 გოლი გაიტანა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ნახევარმცველისთვის. დამატებით, მის ანგარიშზე უამრავი საგოლე გადაცემაა. გარდა ხშირი ტრავმებისა, ყველაზე ცუდი სესკისთვის “არსენალში” მოპოვებული ტიტულების სიმცირეა. მან მხოლოდ ორი თასის აღება შესძლო “არსენალთან” ერთად – 2004 წელს “ქომუნითი შილდი” და 2005 წელს “ასოციაციის თასი”. ევროპულ ტურნირებზე “არსენალისთვის” საუკეთესო 2005/06 წლების სეზონი გამოდგა, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია. აღნიშნულ მატჩში, რომელიც მათ “ბარსელონასთან” დათმეს ანგარიშით 2:1, სესკი ძირითად შემადგენლობაში იყო.

2011 წლის 15 აგვისტოს, ფაბრეგასმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც მას “ბარსელონასთან” ხუთი წლით აკავშირებს. სესკის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში სესკ ფაბრეგასის დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა. ნაკრებთან ერთად მან 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სესკ ფაბრეგასი გახლავთ საგოლე პასის ავტორი, ანდრეს ინიესტას მიერ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გამარჯვების გოლისა.

 

პროფილი

სესკ ფაბრეგასი პოზიციურად მოედნის შუა ხაზში თამაშობს. მას შეუძლია იმოქმედოს, როგორც ჩამშლელმა ნახევარმცველმა ცენტრში, მარცხენა ან მარჯვენა შუა ხაზის საყრდენად, ან ითამაშოს თავდამსხმელის უკან. იგი გამოირჩევა თავისი საგოლე გადაცემების უნარით. როდესაც სესკი მოედანზეა, მისი თანაგუნდელები უკეთესად თამაშობენ.

 

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი – 2012/13

ესპანეთის სუპერთასი – 2011/12, 2013/14

ესპანეთის თასი – 2011/12

ევროპის სუპერთასი – 2011/12

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2011/12

არსენალი

ასოციაციის თასი – 2005

ქომუნითი შილდი – 2004

ესპანეთის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2010

ევროპის ჩემპიონატი – 2008, 2012


ინდივიდუალური
მიღწევები
პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2008

მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2003

მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2003

 

ავტორი: iako