სახელი: ჯონათან დოს სანტოს რამირესი
ნომერი: 12
დაბადების ადგილი: მონტერეი (მექსიკა)
დაბადების თარიღი: 26.04.1990
სიმაღლე: 172 სმ
წონა: 72 კგ
მექსიკის ქალაქ მონტერეიში 1990 წლის 26 აპრილს დაბადებული ჯონათან დოს სანტოსი “ბარსელონას” 2002 წლის ზაფხულში, ძმასთან, ჯოვანი დოს სანტოსთან ერთად შეუერთდა. ამ დროიდან მოყოლებული, ჯონათან დოს სანტოსმა არაერთი ასაკობრივი გუნდი გამოიცვალა, ხოლო 2009 წელს, “ბარსა ბ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ის თავის გუნდში აიყვანა. გარდა ამისა, ის პირველ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში გამართულ ტურებში გაჰყვა.
2009 წლის 15 აგვისტოს, ჯონათან დოს სანტოსი “ბარსელონას” პირველი გუნდის ოფიციალურ განაცხადში მოხვდა. ეს ესპანეთის სუპერთასზე, “ბილბაოსთან” გასამართ მატაჩში მოხდა. თუმცა, იმ დღეს, ის მოედანზე არ გასულა.
მოგვიანებით, 28 ოქტომბერს, ჯონათან დოს სანტოსი, პირველი გუნდის მაისურით, ოფიციალურ მატჩში უკვე მოედანზე ვიხილეთ. ესპანეთის თასზე, “კულტურალ ლეონესასთან” გამართულ შეხვედრაში, ის მოედანზე 79-ე წუთზე, სეიდუ კეიტას ნაცვლად შევიდა.
ერთი თვის შემდეგ, 24 ნოემბერს, ჯონათან დოს სანტოსმა გემო ჩემპიონთა ლიგასაც გაუგო. ეს “მილანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხდა, ხოლო 2011 წლის 2 იანვარს, დოს სანტოსის დებიუტი ლა ლიგაშიც შედგა, როდესაც მან “ვილიარეალის” წინააღმდეგ ითამაშა.
2011-12 წლების სეზონში, ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში დოს სანტოსმა რამდენჯერმე ითამაშა. მექსიკელი იყო თასის ფინალში “ბილბაოს” წინააღმდეგ გამართული მატჩისა და იაპონიაში გამართული საკლუბო მუნდიალის განაცხადში. მალევე, დოს სანტოსმა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.
ჯონათან დოს სანტოსის მექსიკის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2009 წლის 22 სექტემბერს, კოლუმბიის წინააღმდეგ შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის გაფართოებულ განაცხადშიც მოხვდა, მაგრამ საბოლოოდ, ის სამხრთ აფრიკაში არ გაემგზავრა.
თვისებები
ჯონათან დოს სანტოსი მრავალმხრივი და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ბურთის ფლობა და კარში კარგად დარტყმა შეუძლია. მას შეუძლია როგორც ბოლო პასის გაკეთება, ასევე თავად გატანაც. ჯონათან დოს სანტოსი ელეგანტურობისა და სიზუსტის ნაზავია.
მიღწევები
ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონატი (2): 2010-11, 2012-13
ჩემპიონთა ლიგა: 2010-11
ესპანეთის თასი: 2011-12
ევროპის სუპერთასი: 2011-12
ესპანეთის სუპერთასი: 2010-11, 2013-14
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2010-11