ანდერსონ დე სოუზა, “დეკუ”

სეზონი კლუბში: 2004-2008

თამაში: 188

გოლი: 28

 

მიუხედავად იმისა, რომ დეკუ ბრაზილიაშია დაბადებული, მისმა სახელმა, როგორც ფეხბურთელმა, პირველად პორტუგალიიდან გაიჟღერა "ბარსაში” მოსვლამდე. კლუბის მაშინდელმა მწვრთნელმა, ფრანკ რაიკაარდმა, განაცხადა, რომ დეკუ ძირითადი გუნდის ბარომეტრი იყო.
დეკუ 2004-2005 წლების სეზონის შენაძენებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაიკაარდის მიერ შესრულებული მეორე ტრანსფერი. პორტუგალიელი "ბარსაში” ფაქტობრივად ყველანაირი ტიტულის მოგების შემდეგ მოვიდა, ჩემპიონთა ლიგისა და 2004 წლის ამავე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელობის ჩათვლით. ის გუნდის ბირთვის გასაძლიერებლად მოიყვანეს, განსაკუთრებით კი ეს იმიტომ იყო საჭირო, რადგან კლუბი დავიდსმა და კოკუმ დატოვეს.
მისმა მოგების სურვილმა, ტაქტიკურმა ჭკუამ და გუნდის ერთსულოვნებამ, დეკუ მალე იმ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად აქცია, რომელიც "ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ იქცა, ზედიზედ ორი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ. დეკუ აჩვენებდა, რომ ის იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელიც აერთიანებდა ვალდებულებასა და მძიმე შრომას ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობებით, რომლებითაც ხშირად ბრაზილიელები გამოირჩევიან. მას შეეძლო გაეკეთებინა საგოლე პასი, შეექმნა სახიფათო მომენტი, ან გაეტანა გოლი, თუმცა, ასევე დაერღვია მატჩის წესები ტაქტიკური თვალსაზრისით, როცა საჭირო იყო.
2007-2008 წლების სეზონის ბოლოს, 4 სეზონისა და "ბარსასთან” ერთად 7 მოგებული ტიტულის შემდეგ, დეკუ "ჩელსიში” გადავიდა.

 

ტიტულები:

ჩემპიონთა ლიგა – 2005/06

ესპანეთის ჩემპიონატი – 2004/05, 2005/06

ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07

კატალონიის თასი – 2004/05, 2006/07