
სახელი: ისააკ კუენკა ლოპესი
ნომერი: 23
დაბ. ადგილი: რეუსი
დაბ. თარიღი: 27.04.1991
ისააკ კუენკა “ბარსელონაში” ჯერ კიდევ მაშინ მივიდა, როდესაც იგი 14 წლისაც არ იყო. 2006 წელს, კუენკამ კატალონიური კლუბი დატოვა იმისათვის, რომ 3 წლის შემდეგ “ბარსაში” კვლავ დაბრუნებულიყო. “ბარსელონა ბ”-ში ისააკი 2010 წელს დააწინაურეს. იმავე წელს, კუენკა “საბადელში” გაანათხოვრეს, სადაც ჩატარებულ 32 მატჩში, ახალ გაზრდა ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა.
“ბარსელონას” პირველი გუნდის წევრი, პეპ გვარდიოლა ყურადღებით აკვირდებოდა კუენკას პროგრესს და როდესაც ეს ეს უკანასკნელი კატალონიური კლუბის სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, მას ხშირად ეცემოდა პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშის საშუალება. გვარდიოლამ კუენკა 2011/12 წლების სეზონის მზადებისთვის გამოიძახა, ხოლო პირველ გუნდში ფეხბურთელის ოფიციალური დებიუტი 2011 წლის ოქტომბერში, ჩემპიონთა ლიგაზე, “პლზენთან” შედგა, როდესაც ახალგაზრდა შემტევმა დავიდ ვილია შეცვალა.
ლა ლიგაში გოლის გატანა კუენკამ თავის მე-2 მატჩში მოახერხა. ეს “მალიორკასთან” გამართულ მატჩში მოხდა. ფეხბურთელის პროგრესმა კლუბის ხელმძღვანელობას მასთან პროფესიონალური კონტრაქტის გაფომების მიზეზი მისცა და 2012 წლის 31 იანვარს, კუენკა “ბარსას” პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
პროფილი
კუენკა ორივე ფლანგზე ერთნაირად წარმატებით თამაშობს. ახალგაზრდულ ასაკში, კუენკას პოზიცია შემტევი ნახევარმცველი იყო და მხოლოდ 18 წლისამ დაიწყო მან ფლანგზე თამაში. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბურთის ფლობის დროს, კუენკა ხშირად იწევს მოედნის ცენტრში.
კუენკა ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც, თავისი ჩაწოდებებით, თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია. იგი ასევე გამოირჩევა დისციპლინის დაცვით. ისააკი კარგად იყენებს თავისუფალ სივრცეებს და ფლობს კარგ დარტყმას.
ტიტულები
ბარსელონა
ესპანეთის სუპერთასი – 2011/12
ესპანეთის თასი – 2011/12
ევროპის სუპერთასი – 2011/12
საკლუბო მუნდიალი – 2011/12