workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დიმიტრი ჩიგრინსკი

სახელი: დიმიტრი ჩიგრინსკი
ნომერი: 21
დაბ. ადგილი: იზიასლავი (უკრაინა)
დაბ. თარიღი: 7-11-1986
სიმაღლე: 190 სმ
წონა: 85 კგ


ბიოგრაფია

მიმიტრი ჩიგრინსკი “ბარსელონას” ისტორიაში პირველი უკრაინელი ფეხბურთელია.
ჩიგრინსკი 1986 წლის 7 ნოემბერს, უკრაინაში, ქალაქ იზიასლავში დაიბადა. იგი ყოველთვის “შახტარის” განუყრელი ნაწილი იყო. კლუბის, რომელმაც დიდ საწადელს მიაღწია 2008/2009 წლების სეზონში და მოიგო უეფას თასი, პირველი საერთაშორისო ტიტული კლუბის ისტორიაში.
მან თამაში პატარა უკრაინული კლუბის, ლვოვის “კარპატში” დაიწყო, რომელიც დღემდე პირველ დივიზიონშია. 14 წლის ასაკში ის უყურადღებოდ არ დატოვეს “შახტარის” აგენტებმა და თავისთან იხმეს.
“შახტარში” დიმიტრის დებიუტი შედგა 2003–04 წლების სეზონში, 17 წლის ასაკში. ის უკვე გამოირჩეობდა კარგი პოზიციური გრძნობითა და დაცვითი თამაშის შესაძლებლობით. საკმაოდ კურიოზულია, მაგრამ მისი პირველი ევროპული დებიუტი ჩემპიონტა ლიგაზე, “ბარსას” წინააღმდეგ, შედგა. “შახტარმა” ის თამაში 2-0 მოიგო, ხოლო ჩიგრინკსიმ დამატებითი დროის რამდენიმე წუთი ითამაშა. იმავე შეხვედრაში ითამაშა თავისი პირველი თამაში ევროტურნირებზე ლეო მესიმაც.
მისი ასაკის მიუხედავად, ამ დროისთვის ის უკვე უკრაინის 21 წლამდე ნაკრების რეგულარული ფეხბურთელი იყო, რომელიც დაეხმარა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე მიღწევაში.
მიუხედავად ამისა 2005–06 წლების სეზონში დიმიტრიმ იჯარით დატოვა კლუბი და გადაბარგდა  ზაპოროჟიას “მეტალურგში”, რათა მეტი გამოცდილება მიეღო. 15 მატჩი საკმარისი აღმოჩნდა, რომ დაერწმუნებინა მას სამწვრთნელო შტაბი მის უკან დაბრუნებაში. იგი გამორჩეული იყო თავისი გამბედაობით, სისწრაფითა და ბურთის კონტროლით.
ჩიგრინსკი “შახტარში” ზამთრის შესვენებამდე დაბრუნდა და სეზონის მეორე ნახევარში 11 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ამავე სეზონში მან ლიგა უკრაინის ჩემპიონატი, პირველი ტიტული მის კარიერაში.
სეზონის ბოლოს ჩიგრინსკიმ 21 წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი ითამაშა და საკმაოდ წარმატებულადაც. გუნდი ფინალში გავიდა, თუმცა ეს უკანასკნელი ჰოლანდიასთან დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიმიტრი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ოლეგ ბლოხინმა, ჩიგრნსკი იმ ფხბურთელთა სიაში მოახვედრა, რომელიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის ღირსებას დაიცავდნენ. თუმცაღა, ტრამვებმა, რომელიც მას ახალგაზრდული ნაკრებიდან გამოყვა, არ მისცა თამაშის საშუალება და ხუთივე მატჩი სკამზე გაატარა.
20 წლის ასაკში, 2006–07 წლების სეზონში, ჩიგრინსკიმ, უკვე გუნდის კაპიტანმა, შახტართან ერთად ლიგისა და ეროვნული თასის მეორე ადგილი დაიკავა. თასის ფინალში გუნდი “დინამო კიევთან”, ანგარიშით 1-2 დამარცხდა. შემდეგ სეზონში, მისი წინამძღლობით, “შახტარმა” დუბლი შეასრულა და ლიგა და თასი მოიგო. ჩიგრინსკი თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. იმ დროისთვის ჩიგრინსკი უკვე ნაკრების განუყრელი ნაწილი იყო, ხოლო 2008–09 წლების სეზონში ჩიგრინსკიმ გუნდთან ერთად ისტორია შექმნა და გუნდის არსებობის პერიოდში პირველად, საერთაშორისო, უეფას თასი მოიგო.

თვისებები

ჩიგრინსკი ძლევამოსილი მცველია არა მარტო დაბალ ბრძოლებში, არამედ საჰაეროშიც, რაც მისი სიმაღლიდან არის გამომდინარე (190სმ).  როგორც წესი, სტანდარტულ მდგომარეობებზე, ყოველთვის გამორჩეულია სწორი პოზიციების შერჩევით. მისი სისწრაფე, რომელიც ხშირად იმედგაცრუებულს ტოვებს თავდამსხმელებს და მისი მოძრაობები დაცვის დროს, რომელიც ფორვარდისთვის თავგზის ამბნევია, მას მაღალი დონის მცველად აყალიბებს. პატარა ასაკიდანვე ჩიგრინსკი გამორჩეული იყო საქმისადმი ერთგულებითა და პროფესიონალიზმით, რაც მუდმივი მიზეზი იყო მისი ბრწყინვალებისა, ეს უკანასკნელი კი საფუძვლად ედო მის დაფასებასა და აპლოდისმენტებს.

მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10


შახტარი

უკრაინის ჩემპიონატი – 2005/06, 2007/08

უკრაინის თასი – 200708

უკრაინის სუპერთასი – 2008/09

უეფას თასი – 2008/09