სესარ როდრიგესი

სეზონი კლუბში: 1942-1955

თამაში: 433

გოლი: 294


"ბარსელონას" ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ექსტრაორდინალური თავდამსხმელი დიდებული თავურით.

სეზარი (ლეონი, 1920 – ბარსელონა, 1995) მესამე ადგილს იკავებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის. ის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 1948/49 წლების სეზონში (24 მატჩში 28 გატანილი გოლი), სამჯერ ბომბარდირთა დავაში ამავე ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა და ზედიზედ 7 სეზონი კლუბის საუკეთესო ბომბარდირობას ინარჩუნებდა(1944/45 – 1950/51).  როდრიგესი "ხუთი თასის" ერთ–ერთი ლეგენდარული ფორვარდი იყო კუბალასთან, ბაზორასთან, მორენოსა და მანჩონთან ერთად.

ცნობილი, როგორც ‘el Pelucas’, სეზარი უდრეკად იბრძოდა და ჰქონდა თამაშის წაკითხვის გასაოცარი უნარი. გარდა ამისა, როდრიგესი განთქმული იყო კუთხურებიდან გოლების გატანით.

1963 წელს ის "ბარსას" მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა, თუმცა საქმეები კარგად არ წაუვიდა და მომავალ წელს კლუბი დატოვა.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1944–45, 1947–48, 1948–49, 1951–52, 1952–53

ლათინას თასი – 1949, 1952

ესპანეთის თასი – 1950–51, 1951–52, 1952–53

ოქროს თასი – 1945

ევა დუარტეს თასი – 1948, 1952, 1953